ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორი მაკკეინი გარდაიცვალა


გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი. ვიეტნამის ომის გმირი, არიზონის შტატის ექვსგზის სენატორი, რესპუბლიკური პარტიის გავლენიანი წევრი და პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, ადამიანი, რომელიც ამერიკას 60 წელი ემსახურა, სიმსივნესთან ბრძოლას შეეწირა. ის 81 წლის იყო.

გარდაცვალების მომენტში მის გვერდით მეუღლე სინდი და ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

ერთი დღით ადრე, მაკკეინის ოჯახმა საზოგადოებას შეატყობინა, რომ სენატორმა აგრესიული მკურნალობის კურსი შეწყვიტა.

ერთი წლის წინ ჯონ მაკკეინი იუწყებოდა, რომ მას გლიობლასტომის, ტვინის სიმსივნის აგრესიული ფორმის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შემდეგ, ის ძირითად დროს არიზონაში, სახლში ატარებდა, ვაშინგტონში კი სენატის სხდომებზე აღარ ჩანდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG