ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ მაკკეინი: ამერიკა გააგრძელებს საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას


მაკკეინმა გვირგვინით შეამკო - საერთაშორისო და სამშვიდობო მისიების დროს დაღუპული ქართველი ჯარისკაცების მემორიალი

საქართველოში დღეს დასრულდა ამერიკელი სენატორების ჯონ მაკკეინის, ლინდსი გრემისა და ემი ქლობუჩერის შვიდდღიანი ტურნე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, რომლის დროსაც, სენატორებმა 5 ქვეყნის დედაქალაქი და ორი ფრონტისპირა ხაზი მოინახულეს.

არიზონელი, სამხრეთ კაროლინელი და მინესოტელი სენატორები თბილისში შეხვდნენ საქართველოს პრემიერს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს, ოპოზიციას. ეწვივნენ მთაწმინდის ტექნოლოგიურ პარკს და ნატო-საქართველოს სასწავლო ცენტრს, სოფელ კრწანისში.

ამერიკელი სენატორები საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში
ამერიკელი სენატორები საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში

სენატორების მთავარი მესიჯი იყო, რომ ამერიკა ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც, არ მიატოვებს თავის მოკავშირეებს. საერთაშორისო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ კიდევ უფრო გამკაცრდება და პროპორციულად გაიზრდება როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური მხარდაჭერა.

საქართველოს ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში ბათუ ქუთელია ამბობს, რომ სენატორების ეს ტურნე არის ძლიერი პოლიტიკური სიგნალი, როგორც რუსეთისთვის, ისე დონალდ ტრამპის ახალი ადმინისტრაციისთვის.

ეს ვიზიტი უფრო იყო მხარდაჭერის დემონსტრირება. ამაზე ტურნეს მარშრუტიც მიუთითებს, ეს არის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე უფრო მოწყვლადნი არიან ან შეიძლება, მომავალში იყვნენ, რუსეთის ახალი პროვოკაციების შემთხვევაში. ეს არის ერთის მხრივ, ძლიერი პოლიტიკური სიგნალი რუსეთისთვის, და ასევე, თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციისთვის"
ბათუ ქუთელია, საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში

„დღეს მსოფლიოში უსაფრთხოების ახალი გამოწვევებია და მიდის მცდელობა, რომ შეიქმნას შემაკავებელი ფაქტორები იმისთვის, რომ თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნები, მიუხედავად მათი ზომისა და პოლიტიკური წონისა, უკეთ იყვნენ დაცულნი.

ეს ვიზიტი უფრო იყო მხარდაჭერის დემონსტრირება. ამაზე ტურნეს მარშრუტიც მიუთითებს, ეს არის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე უფრო მოწყვლადნი არიან ან შეიძლება, მომავალში იყვნენ, რუსეთის ახალი პროვოკაციების შემთხვევაში.

ეს არის ერთის მხრივ, ძლიერი პოლიტიკური სიგნალი რუსეთისთვის, და ასევე, თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციისთვის, იმის ხაზგასასმელად, რომ აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეების, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის მხარადჭერა, აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში საკმაოდ დიდი პრიორიტეტია.“

ამერიკელი სენატორების ტურნე 2016 წლის 27 დეკემბერს დაიწყო ტალინში, სადაც ისინი ესტონეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმოდგენლებს შეხვდნენ. 28 და 29 დეკემბერს, სენატორების ტრიოს ანალოგიური დონის აუდიენცია რიგასა და ვილნიუსში, ლატვიისა და ლიტვის პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან ჰქონდათ. ამერიკელმა კანონდებლებმა ღია ტექსტით, "დაამშვიდეს" ნატოს ბალტიისპირული ბლოკი.

30 დეკემბერს, სენატორები უკვე კიევში, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიიღო. მან მაკკეინი - თავისუფლების, ხოლო გრემი - იოროსლავ ბრძენის ორდენით დააჯილდოვა. კიევში, ყოფნისას, სენატორებს, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმაც უმასპინძლა.

2017 წლის დადგომას, მაკკეინი, გრემი და ქლობუჩერი, აზოვისპირეთში, დონეცკის ოლქის იმ ნაწილში შეხვდნენ, რომელსაც უკრაინელ ჯარისკაცები აკონტროლებენ. მათ შიროკინო მოინახულეს, ეს ფრონტისპირა სოფელი მარიუპოლსა და ოკუპირებულ ნოვოაზოვსკს შორის მდებარეობს.

ამერიკელი სენატორები ფროსტისპირა შიროკინოში
ამერიკელი სენატორები ფროსტისპირა შიროკინოში

ამერიკელი სენატორების ვიზიტამდე 15 წუთით ადრე, რუსმა ოკუპანტებმა შირიკინოზე საარტილერიო შეტევა განახორციელეს. საპასუხოდ, ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ პუტინი ვერ შეძლებს უკრაინას დამოუკიდებლობა წაართვას.

2017 წლის 1 იანვარს კი უკვე საქართველოში, სენატორები, კიდევ ერთ ფრონტისპირა სოფელს, გორიდან 18 კილომეტრით მოშორებულ - ხურვალეთს სტუმრობდნენ. ამერიკელებმა რუსეთის საოკუპაციო ხაზს იქეთ დარჩენილ, ვანიშვილების ოჯახს ახალი წელი მიულოცეს. ჯონ მაკკეინმა აღნიშნა, რომ ამერიკა გააგრძელებს საქართველოს აქტიურ მხარდაჭრას, მისი ტერიტორიების სრულ დეოკუპაციამდე.

82 წლის დათა ვანიშვილი და 80 წლის ჯონ მაკკეინი, რუსულ საოკუპაციო ხაზზე, ხურვალეთში
82 წლის დათა ვანიშვილი და 80 წლის ჯონ მაკკეინი, რუსულ საოკუპაციო ხაზზე, ხურვალეთში

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ახალი ელჩი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ სენატორების ეს ვიზიტი ძლიერი მხარდაჭერის დემონსტრირება იყო.

„ძალიან ძნელი წარმოსადგენია უკეთესი მეკვლე საქართველოსთვის, ვიდრე ჩვენი მეგობარი ქვეყნის სენატორების დელეგაცია. მეტი მხარდაჭერა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, მეტი მხარდაჭერა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში - ეს არის მთავარი გზავნილები რაც მათ ჩამოიტანეს.

ძალიან ძნელი წარმოსადგენია უკეთესი მეკვლე საქართველოსთვის, ვიდრე ჩვენი მეგობარი ქვეყნის სენატორების დელეგაცია. მეტი მხარდაჭერა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, მეტი მხარდაჭერა სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით - ეს არის მთავარი გზავნილები რაც მათ ჩამოიტანეს"
დავით ბაქრაძე, საქართველოს ელჩი აშშ-ში

შევთანხმდით, მომავალ მჭიდრო თანამშრომლობაზე, მათ შორის, საქართველოს ახლადარჩეულ პარლამენტსა და აშშ-ის ახლადარჩეულ კონგრესს შორის, რა თქმა უნდა, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაცია მოხდება.“

ამერიკული პოლიტიკის ერთ-ერთი უხუცესი, 80 წლის ჯონ მაკკეინი, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირისა და წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენით არის დაჯილდოვებული, ჩვენს ქვეყანაში მეხუთედ იმყოფებოდა.

2003 წლის ოქტომბერში, მაკკეინი თბილისში, გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილთან ერთად, საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ჩამოვიდა. 2006 წელს, ის მეუღლესთან ერთად გვეწვია და ცხინვალში, ერთსაათიანი შეხვედრა ჰქონდა სეპარატისტების მაშინდელ ლიდერ კოკოითთან.

2008 წლის აგვისტოში, რუსეთის ჯარების შემოჭრის შემდეგ, მაკკეინის თხოვნით, თბილისში იმყოფებოდა სენატორი ლინდსი გრემი.

2010 წლის იანვარში, ბათუმში, მაკკეინი ეროვნული გმირის ორდენითა და სახელობითი იარაღით დაჯილდოვდა. 2012 წლის სექტემბერში კი არიზონელი სენატორი, ქართული ტურნეს ფარგლებში, თბილისს, ბათუმს და მესტიას სტუმრობდა.

XS
SM
MD
LG