ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორ მაკკეინის პანაშვიდი არიზონასა და ვაშინგტონში გაიმართება


რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინის პანაშვიდი დღეს მშობლიურ არიზონის შტატში დაიწყო. ის შტატის კაპიტოლიუმში დაასვენეს, სადაც კერძო ცერემონიის შემდეგ ფართო საზოგადოებას შეეძლება კაპიტოლიუმის როტუნდაში მისვლა და მისთვის პატივის მიგება. მაკკეინი არიზონის შტატს ამერიკის კონგრესში 30 წლის განმავლობაში წარმოადგენდა.

პარასკევს მის ცხედარს ვაშინგტონში მდებარე შეერთებული შტატების კაპიტოლიუმში დაასვენებენ.

დაკრძალვამდე კი მისი ხსოვნისთვის მიძღვნილი ცერემონია ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში გაიმართება, სადაც თავად სენატორის სურვილით, ყოფილი პრეზიდენტები ჯორჯ ბუში უმცროსი და ბარაკ ობამა სიტყვით გამოვლენ.

დაკრძალვა კვირას, მერილენდის შტატის ქალაქ ანაპოლისში მდებარე საზღვაო აკადემიაში გაიმართება. მაკკეინი აკადემიის კურსდამთავრებული იყო და მას უახლოესი მეგობრის გვერდით, აკადემიის პანთეონში დაკრძალავენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG