ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორ მაკკეინს საზღვაო აკადემიაში მეგობრის გვერდით დაკრძალავენ


სენატორ ჯონ მაკკეინის ხსოვნის პატივსაცემად ოფიციალური ცერემონიები ვაშინგტონსა და არიზონის შტატის ქალაქ ფენიქსში გაიმართება. მაკკეინი ერთი წელი აგრესიული ფორმის თავის ტვინის კიბოსთან ბრძოლის შემდეგ, შაბათს გარდაიცვალა.

სენატორს ჯერ არიზონის შტატის კაპიტოლიუმში დაასვენებენ, სადაც ოთხშაბათს კერძო პანაშვიდი გაიმართება. ამ დღეს, 29 აგვისტოს მაკკეინი 82 წლის გახდებოდა. საზოგადოების წევრებს მისთვის პატივის მიგება ქალაქ ფენიქსში მდებარე კაპიტოლიუმის გარშემო შეეძლებათ.

შტატის კაპიტოლიუმში გადასვენებამდე კი პანაშვიდი ჩრდილოეთ ფენიქსის ბაპტისტურ ეკლესიაში გაიმართება.

პარასკევს მაკკეინს ვაშინგტონში, შეერთებული შტატების კაპიტოლიუმში დაასვენებენ, სადაც საზოგადოების წევრებს მისთვის პატივის მიგება შეეძლებათ.

მაკკეინი ამერიკის ისტორიაში მე-13 სენატორი იქნება, რომელსაც ამ პატივით დაკრძალავენ. კაპიტოლიუმის როტონდაში მხოლოდ „ყველაზე გამორჩეული“ ადამიანების დასვენებაა დაშვებული.

ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში შაბათს პანაშვიდი გაიმართება, რომელზეც სიტყვით გამოვლენ ყოფილი პრეზიდენტები ჯორჯ ბუშ უმცროსი და ბარაკ ობამა.

სენატორს მერილენდის შტატის დედაქალაქში, ანაპოლისში მდებარე შეერთებული შტატების საზღვაო აკადემიაში, მისი საუკეთესო მეგობრის, ადმირალ ჩაკ ლარსონის გვერდით დაკრძალავენ.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG