ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ მაკკეინს ვაშინგტონში ემშვიდობებიან


ჯონ მაკკეინს პარასკევს გმირის დახვედრა მოუწყვეს ვაშინგტონში, მისი ცხედარი ახლა დასვენებულია კაპიტოლიუმის შენობაში. მთელი დღის განმავლობაში, ადამიანებს იქ მისვლა და მაკკეინის ხსოვნისთვის პატივის მიგება შეეძლებათ. კაპიტოლიუმში მოვიდნენ მაღალი რანგის სტუმრებიც, მათ შორის ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი, თავდაცვის მდივანი ჯიმ მატისი, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი პოლ რაიანი, კონგრესმენები, სენატორები, რომლებიც ჯონ მაკკეინის გავლენას და მის ღვაწლს უსვამენ ხაზს. ასევე ჯონ მაკკეინის მეუღლე და მისი შვიდი შვილი. აქვეა მაკკეინის დედაც-106 წლის რობერტა მაკკეინი. აქვე არის ჰოლივუდის ვარსკვლავი უორენ ბიტი მეუღლესთან ერთად.

ცხედარი გუშინ არიზონის შტატიდან გადმოასვენეს. ამ შტატს იგი 3 ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა. ამერიკულ იდეალებს კი 60 წელზე მეტია იცავდა.

ამერიკელი ადმირალის ვაჟი მაკკეინი, ადრეულ ასაკში სამხედრო ფლოტის ავიატორი გახდა და ვიეტნამის ომოს დროს დაბომბვის გაფრენებს ასრულებდა. 1967 წელს ჩრდილო ვიეტნამელებმა მისი თვითმფრინავი ჩამოაგდეს და ტყვედ აიყვანეს. მან, როგორც სამხედრო ტყვემ, ხუთწლიანი წამება და გაჭირვება გადაიტანა.

ათწლეულების შემდეგ, მაკკეინი, რესპუბლიკელი სენატორის რანგში, ვიეტნამში დაბრუნდა.

ის იბრძოდა იმისთვის, რომ ვაშინგტონსა და ჰანოის შორის კავშირები აღდგენილიყო და, როგორც მან „ამერიკის ხმას“ უთხრა, წარსული უკან ჩამოეტოვებინათ.

შაბათს, მის ცხედარს ვაშინგტონში, ეროვნულ საკათედრო ტაძარში დაასვენებენ. კვირას, ჯონ მაკკეინს ანაპოლისში, სამხედრო საზღვაო აკადემიის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG