ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ-შაბაბის შეტევა


ალ-შაბაბის შეიარაღებულმა ჯგუფმა, კენიის ქალაქ მპეკეტონზე მეორე თავდასხმა მოახდინა.

როგორც ეჭვობენ, ალ-შაბაბის შეიარაღებულმა ჯგუფმა, კენიის ქალაქ მპეკეტონზე მეორე თავდასხმა მოახდინა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ზღვისპირა ქალაქზე ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის ორი პოლიციელიც იყო. თვითმხილველები ამბობენ, რომ შეიარაღებულმა პირებმა რამდენიმე სახლს ცეცხლიც წაუკიდეს.

შინაგან საქმეთა კაბინეტის მდივანმა, ჯოზეფ ოლე ლენკუმ თქვა, რომ თავდასხმის დაწყებიდან ცოტა ხანში, თავდამსხმელებმა საკომუნიკაციო მოწყობილობა გაანადგურეს.

პასუხისმგებლობა, ალ-ყაიდასთან დაკავშირებულმა ჯგუფმა, ალ-შაბაბმა აიღო საკუთარ თავზე და განაცხადა, რომ 20 ადამიანი მოკლეს. სომალიში ბაზირებულმა ამ შეიარაღებულმა ჯგუფმა, ქალაქ მპეკეტონზე კვირას განხორციელებულ თავდასხმაზეც აიღო პასუხისმგებლობა, რის შედეგადაც 52 ადამიანი დაიღუპა.

თვითმხილველების თქმით, ზოგიერთ შემთხვევებში, თავდამსხმელები სამიზნედ არა-მუსლიმებს ირჩევდნენ.
XS
SM
MD
LG