ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კენიის სავაჭრო ცენტრში 65 ადამიანი მოკლეს


კენიის პრეზიდენტმა უჰურუ კენიატამ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა

კენიის შეიარაღებული ძალები და სასამართლო ექსპერტიზის წარმომადგენლები ნაირობის „ვესტგეითის“ სავაჭრო ცენტრში მსხვერპლს ეძებენ. ალ ყაიდას ერთ-ერთმა განშტოებამ სავაჭრო ცენტრში 65 ადამიანი მოკლა და შენობში ოთხი დღის განმავლობაში მძევლები ჰყავდა აყვანილი.
სახელმწიფო ჯარები ნახევრად დანგრეულ შენობაში აირწინაღებით და სხვა პერსონალური დამცავი აღჭურვილობით შევიდნენ. მათ სამძებრო სამუშაოებისა და გამოძიების ცატარებაში ამერიკის, ისრაელისა და დიდი ბრიტანეთის ექსპერტები ეხმარებიან.
კენიის პრეზიდენტმა უჰურუ კენიატამ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
მისი განცხადებით 5 ტერორისტი ლიკვიდირებული იქნა. ალ ყაიდასთან დაკავშირებული ჯგუფი ალ შაბაბის 11 წევრი კი ძალოვანმა სტრუქტურებმა სავაჭრო ცენტრზე იერიშის დროს დააკავეს. პრეზიდენტმა მათ „ლაჩრები“ უწოდა და მათი სათანადოდ დასჯის პირობა დადო.
XS
SM
MD
LG