კენიის ქალაქ ნაირობიში მძევლებს და თავდამსხმელებს ჯერ კიდევ ეძებენ. ოფიციალური წყაროების ცნობით, სავაჭრო ცენტრში სულ რამდენიმე მძევალი უნდა იყოს დარჩენილი. ისლამისტების მიერ მოწყობილ თავდასხმაში 62 ადამიანი დაიღუპა. კენიის წითელი ჯვრის ორგანიზაციის მონაცემებით დაღუპულთა რაოდენობა 69-ს აღწევს, 175 დაჭრილია და 65 - დაკარგული. კენიის შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების თანახმად, ძალოვანები სავაჭრო ცენტრის ყველა სართულს აკონტროლებენ და დამალული ხალხის უმეტესობა უსაფრთხო ტერიტორიაზე გაიყვანეს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა სომალის ტერორისტულმა ორგანიზაცია ალ-შაბაბმა აიღო. მათი განცხადებით, ეს იყო სომალიში კენიის მხრიდან განხორციელებულ ინტერვენციაზე პასუხი. სოციალურმა ქსელმა ტვიტერმა ორგანიზაციას ანგარიში უკვე მესამედ დაუხურა.