ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა აფრიკის ტურნეს აგრძელებს


ტანზანია იმ შვიდი ქვეყნიდან ერთ-ერთია, რომლისთვისაც პრეზიდენტმა ახალი ინიციატივით 7 მილიარდი დოლარი გამოჰყო აფრიკაში ელექტროენერგიის წარმოების გასაზრდელად

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს ტანზანიაში ჩავიდა. ეს პრეზიდენტის აფრიკული ტურნეს ბოლო ქვეყანაა.

ობამას დარ ეს სალამის აეროპორტში ტანზანიის პრეზიდენტი ჯაკაია კიკუეტე შეხვდა. პრეზიდენტი ობამა ტანზანიაში ორი დღე დარჩება და შეხვედრებს გამართავს არა მხოლოდ ქვეყნის ლიდერებთან, არამედ ბიზნესის წარმომადგენლებთან.

ტანზანია იმ შვიდი ქვეყნიდან ერთ-ერთია, რომლისთვისაც პრეზიდენტმა ახალი ინიციატივით 7 მილიარდი დოლარი გამოყო აფრიკაში ელექტროენერგიის წარმოების გასაზრდელად.

„ელექტროენერგიაზე ხელმისაწვდომობა ჩვენი თანამედროვეობის ფუნდამენტური შესაძლებლობა უნდა იყოს. ელექტრო ენერგია ბავშვს სწავლაში, ხოლო ბიზნესს კი ახალი იდეის ჩამოყალიბებასა და მის განხორციელებაში ეხმარება. მოვიდა დრო, აფრიკა გლობალური ეკონომიკის ნაწილი გავხადოთ.“

ინიციატივაზე პრეზიდენტმა პირველად სამხრეთ აფრიკაში ვიზიტის დროს, კეიპტაუნის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG