ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ ყაიდასთან კავშირში ეჭვმიტანილთა სასამართლო


ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თითოეულ დანაშაულზე მათ 15 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ

ამერიკის ფედერალურმა პროკურორებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს ორი ეჭვმიტანილის წინააღმდეგ, რომლებიც სავარაუდოდ ალ ყაიდასა და მასთან დაკავშირებულ მეამბოხე ჯგუფებს დახმარებას უწევდნენ.

20 წლის გუფრან აჰმედ კუსერი და 25 წლის მოჰამედ ჰუსეინ საიდი სასამართლოს წინაშე ფლორიდის შტატ მაიამიში ხუთშაბათს წარსდგნენ.

მათ შეთქმულებაში ედებათ ბრალი, რომლის თანახმადაც მატერიალური დახმარება უნდა აღმოეჩინათ ალ ყაიდას რამდენიმე დაჯგუფებისთვის და სომალიში დაფუძნებული ალ შაბაბის ჯგუფისთვის.

მოჰამედი წარმოშობით საუდის არაბეთიდანაა და ამერიკის ნატურალიზირებული მოქალაქეა, საიდს კი კენიის მოქალაქეობა აქვს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თითოეულ დანაშაულზე მათ 15 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ, რაც ჯამში 200 წელს აღემატება.



XS
SM
MD
LG