ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარლ ლაგერფელდი გარდაიცვალა


პარიზში, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა დღევანდელი მოდის სამყაროს ერთ-ერთი წამყვანი სახე, კარლ ოტო ლაგერფელდი. წარმოშობით გერმანელი დიზაინერი საკუთარი ბრენდის მართვასთან ერთად, იყო ფრანგული "შანელის" და იტალიური "ფენდის" მოდების სახლების შემოქმედებითი დირექტორი.

მოდის ინდუსტრიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილით, "მან შეცვალა ქალების ჩაცმის სტილი და მოდის აღქმა. ის ახალგაზრდა დიზაინერებისთვის შთაგონების წყარო იყო და იქნება მომავალშიც" - თქვა ლაგერფელდის შესახებ კეროლინ რაშმა, ბრიტანეთის მოდის საბჭოს ხელმძღვანელმა. სოციალური ქსელების საშუალებით ლაგერფილდის გარდაცვალებას ბევრი ცნობილი დიზაინერი, მოდელი და მოდის სამყაროს სხვა წარმომადგენლები ეხმაურებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG