ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბულის მეჩეთში აფეთქებას, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა


ავღანეთის მთავრობის ცნობით, ქაბულის მეჩეთში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის ორი პოლიციელია. დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერი ნაჯიბ დანიში ადასტურებს, რომ აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა პარასკევის ლოცვის დროს მოაწყო.

უბნის მაცხოვრებლები ყვებიან, რომ მეჩეთის შენობიდან ისმოდა სროლის ხმებიც. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, დაშავებულებს შორის არიან ქალები და ბავშვები.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“.

იმამ ზამანის მეჩეთზე თავდასხმა დონალდ ტრამპის მიერ ავღანეთის ახალი სტრატეგიის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში მოხდა. პრეზიდენტ ტრამპის თქმით, შეერთებული შტატების მიზანია ავღანეთში ტერორიზმის თავშესაფრები გაანადგუროს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG