ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ავღანეთში ამერიკის პოლიტიკას გამოაცხადებს

President Donald Trump gives a thumbs-up as walks to board on Air Force One at Hagerstown Regional Airport in Hagerstown, Md., Friday, Aug. 18, 2017, following a national security meeting at Camp David.

დღეს საღამოს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყანას სიტყვით მიმართავს და ავღანეთში შეერთებული შტატების „სამომავლო ნაბიჯებზე“ ისაუბრებს.

თეთრი სახლის ინფორმაცით, პრეზიდენტი ამ განცხადებას ვაშინგტონის გარეუბანში მდებარე ფორტ მაიერის სამხედრო ბაზიდან გააკეთებს.

კვირას, თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა თქვა, რომ ტრამპმა ავღანეთში ახალი სტრატეგიის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია.

მატისმა დასძინა, რომ სტრატეგია ავღანეთით არ არის შემოფარგლული და ის მთელი „სამხრეთ აზიის სტრატეგიაა“.

ვილსონის ცენტრის, აზიის პროგრამის დირექტორის მოადგილემ და სამხრეთ აზიის უფროსმა მკვლევარმა მიკლ კუგელმანმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ არ მოელის ტრამპის პოლიტიკა დრამატულად განსხვავებული იყოს, ან ისეთ იდეებს შეიცავდეს, როგორიცაა ამერიკელი სამხედროების კონტრაქტორებით ჩანაცვლება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG