ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟურნალისტების უსაფრთხოება მსოფლიოს მასშტაბით


ერთ-ერთი მოკლული ჟურნალისტის დაკრძალვის ცერემონია
ერთ-ერთი მოკლული ჟურნალისტის დაკრძალვის ცერემონია

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად დაღუპული ჟურნალისტების რაოდენობას საგანგაშოდ მიიჩნევს.

ამერიკელი ჟურნალისტი მარი კოლვინი და ფრანგი ფოტოგრაფი რემი ოჩლიკი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ. ორივე მათგანი, 22 თებერვალს, სირიაში მოკლეს.

2012 წლიდან მოყოლებული, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, უკვე 65 ჟურნალისტია დაღუპული. შვეიცარიის საინფორმაციო სააგენტოს „ეითიესის“ განცხადებით, აღნიშნული მაჩვენებლი, გასულ წელთან შედარებით 50 პროცენტით მეტია. დაახლოებით 15 რეპორტიორი სირიის კონფლიქტის მსხვერპლი აღმოჩნდა, შვიდი მათგანი მექსიკაში დაიღუპა, ხოლო 6 - სომალიში.

ორგანიზაციის - „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს თანახმად, 2012 წელს, 163 ჟურნალისტი დააკავეს, რომლებიც დღემდე ციხეში იმყოფებიან.

„თუ ჩვენ ამ მონაცემებს გადავხედავთ, დავინახავთ რომ ორივე შემთხვევაში - დაღუპული და დაპატიმრებული ჟურნალისტების რიცხვი საგანგაშოა,-“ ამბობს გაეროს სპეციალური გამომძიებელი ქრისტოფერ ჰეიენსი.
პარალელურად, გაეროს სპეციალურმა გამომძიებელმა აზრის თავისუფლად გამოხატვის საკითხში, ლა რუემ, დეტალურად შეისწავლა და გამოძიებას გადასცა ყველა ის ფაქტი, რომელიც ჟურნალისტებზე თავდასხმას, მკვლელობას და დაპატიმრებას ეხება.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2011 წელს 179 ჟურნალისტი დააკავეს, მათ შორის ბლოგერებიც, რომლებიც საკუთარ შეხედულებებსა და მასალებს ინტერნეტის მეშვეობით აქვეყნებდნენ.
ემინ მილი ბლოგერია, რომელიც აზერბაიჯანში, 16 თვის განმავლობაში იყო დაპატიმრებული:

„მე აზერბაიჯანიდან ვარ. ევროვიზიისათვის შექმნილი სიმღერის შინაარსმა, რომელიც აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევას ასახავდა, ხელისუფლება შეაშფოთა; როგორც კი ევროვიზია დამთავრდა, ამ საკითხისადმი, საერთაშორისო მასშტაბით, ჟურნალისტთა ინტერესიც განელდა; ხელისუფლებამაც არ დააყოვნა და დევნა აქტივისტებსა და ჟურნალსიტებზე დაიწყო.“

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენელი მედია საკითხებში, დუნჟა მიჟატოვიჩი, ეუთოს 56 წევრ ქვეყანას მედიის თავისუფლების ხელშეუხებლობის შესახებ სათანადო რეაგირების მოხდენას ურჩევს.

თავის მხრივ, გაეროს სააგენტოებმა იუნესკოს შემოთავაზებული გეგმა მიიღეს ჟურნალისტების უსაფრთხოებასა და დაუსჯელობის შესახებ; თუ როგორ მოხდება განვითარებად პროგრამებში ჟურნალისტთა დაცვის საკითხების ინტეგრირება, ნოემბრის თვეში, ამ თემას ვენაში გამართულ საერთაშორისო შეხვედრაზე განიხილავენ.

მანამდე კი, უფლებათა დამცავი ჯგუფები კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ჟურნალისტები საკუთარი სიცოცხლის ფასად თავს საფრთხეში იგდებენ, როდესაც ისინი მთავრობების, დიდი კომპანიების საქმიანობასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული ფაქტების გაშუქებას იწყებენ.
XS
SM
MD
LG