ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ თავისუფალი პრესის შესახებ


დემოკრატიის განვითარებისა და დაცვის საქმეში თავისუფალ პრესას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად ამისა, ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ მონაცემებით მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 15 პროცენტი ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც პრესა დამოუკიდებელია.

„ჟურნალისტების თავისუფლებას ავტორიტარული რეჟიმები ემტერებიან. ამ ქვეყნებში ლიცენზირება და მარეგულირებელი გარემო განსაკუთრებით ზღუდავს დამოუკიდებელ მაუწყებლებს “-პრესის თაავისუფლების დღეს განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ შხიფმა.

„მთელს მსოფლიოში ტრადიციული მედიის ცენზურასთან ერთად, რეპრესიული მთავრობები კომუნიკაციის ახალ საშუალებების კონტროლსაც ცდილობენ, ისეთების როგორიცაა სატელიტური ტელემაუწყებლობა, ინტერნეტი, და მობილური ტელეფონები.“

შესაბამისად, ის ჟურნალისტები, რომლებიც რეპრესიულ სახელმწიფოებში აგრძელებენ მუშაობას, რისკის ქვეშ არიან. ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მონაცემებით, 1992 წლის შემდეგ, სულ ცოტა 543 ჟურნალისტი იქნა მოკლული.“

კონგრესმენმა შხიფმა აღნიშნა ისიც, რომ ჟურნალისტების ცენზურა, დაშინება, დაკავება და მკვლელობა მათ პირად თავისუფლებას არღვევს, არამედ საზოგადოების უფლებებს ზღუდავს, რომელსაც ინფორმაციაზე ხელი აღარ მიუწვდება.“

ამ საკითხზე გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გაეროს ქსელშივე მუშაობს. ამერიკა აქტიურ როლს თამაშობს გაეროს განათლების, სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაციის მუშაობაში. „უნესკო“ მედიის დამოუკიდებლობასა და პლურალიზმის ხელშესაწყობად სხვადასხვა ქვეყანაში კონსულტაციებს ატარებს მედიის კანონმდებლობის დახვეწის, მედიის მნიშვნელობის შესახებ მთავრობის, პარლამენტისა და აღმასრულებელ პირთა მომზადების კუთხით და ასევე ატარებს ტრეინინგებს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია უნესკოსთან ერთად დარწმუნებულია, რომ მედია ინსტიტუტების ხელშეწყობა აძლიერებს დემოკრატიას და ადამიანის უფლებების დაცვას. გაერო ამასთან ქედს იხრის იმ ჟურნალისტების წინაშე, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საზოგადოების ინფორმირების საქმეში.

XS
SM
MD
LG