ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში ჟურნალისტის მკვლელობა დადასტურდა


პაკისტანში ჟურნალისტის მკვლელობა დადასტურდა

2010 წელს ორგანიზაციამ „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე“ პაკისტანი პრესის თავისუფლების საკითხში 178 ქვეყნიდან 151-ე ადგილზე დაასახელა.

პაკისტანის ოფიციალური პირები ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ლაჰორში 28 წლის ჟურნალისტის მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ.

ფასალ ქარეშის, „ლონდოდონ პოსტის“, ბრიტანული ინტერნეტ-გამომცემლობის, კორესპონდენტის დასახიჩრებული გვამი საკუთარ სახლში იპოვეს.

პოლიციის განცხადებით, ჟურნალისტს სხეულზე წამების ნიშნები აღენიშნებოდა და ყელი ბასრი იარაღით ჰქონდა გამოჭრილი. მისმა ძმამ, ზაჰიდ ჰარეშმა, საფრანგეთის საინფორმაციო სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი აზრით, ეს გამიზნული მკვლელობა იყო. ჟურნალისტი „ლონდონ პოსტში“ გამოქვეყნებული მასალების გამო მუქარის წერილებს ხშირად იღებდა.

2010 წელს ორგანიზაციამ „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე“ პაკისტანი პრესის თავისუფლების საკითხში 178 ქვეყნიდან 151-ე ადგილზე დაასახელა.

XS
SM
MD
LG