ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანი აშშ-ს ბრალდებებს გმობს


პაკისტანი აშშ-ს ბრალდებებს გმობს

მიუხედავად ამ ხანგრძლივი დაპირისპირებისა, მალენის განცხადებები პირველი ყველაზე ხმამაღალი ბრალდებაა ოფიციალური ისლამაბადის წინააღმდეგ.

ახალი სკანდალი ამერიკა-პაკისტანის ურთიერთობებში: ოფიციალური ისლამაბადი აღშფოთებულია ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის ბრალდებებით, რომ ჰაკანის ქსელმა, პაკისტანის დაზვერვასთან ერთად, ავღანეთში აფეთქებები დაგეგმა.

გუშინ, ამერიკის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, ადმირალმა მაიქლ მალენმა ამერიკის სენატის კომიტეტს უთხრა, რომ ალ-ყაიდასთან დაკავშრებული ჰაკანის ქსელი პაკისტანის სამხედრო დაზვერვის ხელშეწყობით მოქმედებდა და შედეგად, გასულ კვირას, ქაბულში, ამერიკის საელჩოზე და უფრო ადრე, კოალიციის ბაზაზე განახორციელა თავდასხმა.

„ჰაკანის ქსელი, პაკისტანის სადაზვერვო სამსახურის ერთერთი განშტოებაა"-განაცხადა ადმირალმა მალენმა 22 სექტემბერს ამერიკის სენატში გამართული მოსმენების დროს.

ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის ჩვენებას დღეს პაკისტანი გამოეხმაურა.

ნიუ იორკში მყოფმა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა გაფრთხილება, რომ თუ ვაშინგტონი არ შეწყვეტს ანალოგიურ ბრალდებებს, ისლამაბადი ტერორიზმთან ბრძოლაში ამერიკელებთან პარტნიორობაზე უარს იტყვის.

ამერიკელი და ავღანელი მაღალჩინოსნები დიდი ხანია პაკისტანს მეამბოზე დაჯგუფებების ხელშეწყობაში ადანაშაულებენ და მას ავღანეთში გავლენის შენარჩუნების მცდელობაში სდებენ ბრალს.

მიუხედავად ამ ხანგრძლივი დაპირისპირებისა, მალენის განცხადებები პირველი ყველაზე ხმამაღალი ბრალდებაა ოფიციალური ისლამაბადის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG