ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის პრემიერმა პარლამენტს მიმართა


პაკისტანის პრემიერმა პარლამენტს მიმართა

მთავრობა არმიის ძალაუფლების დასუსტებაში დახმარებას შეერთებულ შტატებს თხოვს.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა კანონმდებლებს მიმართა. მისი თქმით, მათ უნდა გააკეთონ არჩევანი დემოკრატიასა და დიქტატურას შორის, იმ გაზრდილი დაძაბული ურთიერთობის ფონზე რაც პაკისტანის სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედროებს შორის სუფევს. იუსუფ რაზა გილანიმ პაკისტანის ეროვნულ ასამბლეას დღეს მიმართა. მისი გაცხადებით, დემოკრატია უნდა გადარჩეს, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგებით დასრულდება გამოძიება, რომელიც ხელმოუწერელ დოკუმენტს ეხება, სადაც მთავრობა არმიის ძალაუფლების დასუსტებაში დახმარებას შეერთებულ შტატებს თხოვს.

პრეზიდენტ ალი ზარდარის ერთერთმა მხარდამჭერმა პარლამენტში უკვე წარმოადგინა რეზოლუციის პროექტი, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებას ისახავს მიზნად. რეზოლუციის პროექტზე დებატები ორშაბათს გაიმართება.

XS
SM
MD
LG