ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანი ბრძოლას დახმარების გარეშე გააგრძელებს


პაკისტანი ბრძოლას დახმარების გარეშე გააგრძელებს
პაკისტანი ბრძოლას დახმარების გარეშე გააგრძელებს

ისლამაბადისთვის დახმარების მიღება პირობების სანაცვლოდ მიუღებელია

პაკისტანის არმიის წარმომადგენლის განცხადებით, შეერთებული შტატების გადაწყვეტილება 800 მილიონიანი სამხედრო დახმარების შეჩერების შესახებ პაკისტანის ოპერაციებზე გავლენას ვერ მოახდენს. გენერალ-მაიორმა ატარ აბასმა „ამერიკის ხმასთან“ საუბარში აღნიშნა, რომ პაკისტანის არმია ქვეყნის ამბოხებულ რეგიონებში სამხედრო ოპერაციებს საგარეო დახმარების გარეშე აწარმოებს. მისი თქმით, პაკისტანის არმია ალ-ყაიდას და თალიბანის მებრძოლების წინააღმდეგ საკუთარ აღჭურვილობას და ტყვიაწამალს იყენებს. აბასმა ასევე გააკრიტიკა ამერიკის გადაწყვეტილება. მისი თქმით, დახმარების მიღება გარკვეული პირობების სანაცვლოდ მიუღებელია. კვირას თეთრი სახლის აპარატის უფროსმა უილიამ დალეიმ ტელეკომპანია „ეიბისისთან“ საუბარში განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა პაკისტანისთვის მრავალმილიონიანი დახმარების გაწევის გადაწყვეტილება შეაჩერა. მისი თქმით პაკისტანი ამერიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია ტერორიზმთან ბრძოლაში, თუმცა პაკისტანმა გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას ამ თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

XS
SM
MD
LG