ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის პრემიერი გადადგა მას შემდეგ რაც მისი ნდობის მაჩვენებელი ქვეყანაში შემცირდა


ერთი წლის თავზე იაპონიის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა. იოშიჰიდე სუგამ გადადგომის მიზეზები ახსნა და თქვა, რომ მოსახლეობაში მისი ნდობის მაჩვენებელი დაბალი იყო და გადაწყვეტილება ამიტომ მიიღო.

სუგამ თანამდებობა 2020 წელს დაიკავა და მას კოვიდ19-ის პანდემიის განმავლობაში არაერთი არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება მოუწია, რის გამოც საზოგადოებაში მისი რეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცა. ამ დროისთვის საზოგადოებაში მისი პოპულარობა 30%-ზე დაბალ ნიშნულზეა.

სუგამ პრემიერის თანამდებობა მას შემდეგ დაიკავა, რაც გასული წლის სექტემბერში, პრემიერ-მინისტრი შინზო აბე ავადმყოფობის გამო გადადგა.

იოშიჰიდე სუგამ რეიტინგის გაუმჯობესებისთვის ტოკიოს ოლიმპიადა არ გამოიყენა, რაც რეალურად მისი მნიშვნელოვანი მიღწევა იყო. ოლიმპიადა მის გაპრემიერებამდე რამდენიმე თვით ადრე 2020 წლის გაზაფხულზე გადაიდო, მან კი ერთ წელიწადში გუნდთან ერთად ოლიმპიადის ჩატარება შეზღუდვების ფონზე მაინც უზრუნველყო.

სუგას გადადგომის შემდეგ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები არ გაიმართება. ამას ქვეყნის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს, მომდევნო პრემიერ-მინისტრს ლიბერალ-დემოკრატიული პარტია უახლოეს პერიოდში წარადგენს. იოშიჰიდე სუგაც სწორედ ამ პარტიას წარმოადგენს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG