ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის არჩევნების ფონზე ისრაელ-პალესტინელების ურთიერთობა მწვავდება 


მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჰყავს, ისრაელის ხელისუფლებამ გადაწყვიტა აღმოსავლეთ იერუსალიმში სწრაფად დაიწყოს მშენებლობის პროცესი და დაუსახლებელი ტერიტორია დაიკავოს. სწორედ ამის გამო ქვეყანამ 1,257 საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა, პროცესი 18 იანვარს დასრულდება.

ფორსირებულად პროცესების განვითარება, როგორც სააგენტო "როიტერი" წერს, ამერიკის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვებამ გამოიწვია, რადგან შესაძლოა პროცესს ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ მხარი არ დაუჭიროს. არსებობს მოლოდინი რომ ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტს ახალი ადმინისტრაცია პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მსგავსად არ მიუდგება. ანალიტიკოსებს ბარაკ ობამას პრეზიდენტობა მოჰყავთ მაგალითად, როდესაც ამერიკის 44-ე პრეზიდენტმა 2010 წელს შლომის დასახლებაში 1600 სახლის მშენებლობის პროცესს არ დაუჭირა მხარი და ისრაელი გააკრიტიკა.

ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ამბობდა, იმასაც რომ ამერიკის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მხარს არ დაუჭერდა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებას. პრეზიდენტმა ტრამპმა ამერიკის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანდა. თუმცა ჯო ბაიდენმა ამის შესახებ უკვე გააკეთა განცხადება და თქვა, რომ არ გეგმავს იერუსალიმიდან აშშ-ის საელჩოს უკან, თელ-ავივში გადატანას.

ამერიკის ახალი პრეზიდენტი კონსტიტუციით გაწერილი თარიღიდან გამომდინარე ფიცს, 2021 წლის 20 იანვარს დადებს, ისრაელს კი სურს მშენებლობა აღმოსავლეთ იერუსალიმში მანამდე დაიწყოს. თუმცა რამდენად მოხერხდება პროცესის ასე სწრაფად დაწყება არავინ იცის, რადგან ისრაელის წამოწყებას მოწინააღმდეგეები დასავლეთში ბევრი ჰყავს, რომ აღარაფერი ვთქვათ პალესტინის ავტონომიაზე, სადაც მკაფიოდ ამბობენ, რომ ისრაელი საერთაშორისო შეთანხმებას არღვევს.

ცოტა ხნის წინ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ხოსე ბორელიმ თქვა, რომ ის "შეშფოთებულია გამოცხადებული ტენდერის" გამო. ამერიკის მოქმედ ადმინისტრაციას ამ პროცესზე დრომდე განცხადება არ გაუკეთებია. ასევე ჯერ-ჯერობით უცნობია რა პოზიცია ექნება ჯო ბაიდენის შტაბს ისრაელის გადაწყვეტილებაზე.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG