ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაიკ პენსი ახლო აღმოსავლეთში მიემგზავრება


ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი პარასკევს ახლო აღმოსავლეთში მიემგზავრება. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიარა და განაცხადა, რომ ამერიკის საელჩოს თელავივიდან იერუსალიმში გადაიტანენ, პენსი პირველი მაღალი რანგის ოფიციალური პირია, რომელიც ამ რეგიონს ეწვევა.

ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მუსლიმი ლიდერების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა, ბევრ ქვეყანაში კი ე.წ. „მძვინვარების დღე“ - დემონსტრაციები და პროტესტი.

პენსის ოთხდღიანი ვიზიტი ეგვიპტეში დაიწყება, შემდეგ ის იორდანიაში ჩავა, ბოლოს კი - ისრაელში. პენსის პალესტინელ ლიდერებთან შეხვედრა არ იგეგმება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG