ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იმ დროს, როდესაც გაეროს გენერალური ასამბლეა ხუთშაბათის საგანგებო სესიისთვის ემზადებოდა, რათა შეერთებული შტატების მიერ, ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის ცნობის უარმყოფელი რეზოლუცია განეხილა, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მსოფლიო ორგანიზაციას „სიცრუის სახლი“ უწოდა

„ისრაელის სახელმწიფო ამ კენჭისყრას მის ჩატარებამდე უარყოფს. იერუსალიმი ჩვენი დედაქალაქია და იქ მშენებლობას გავაგრძელებთ. უცხოეთის საელჩოები, შეერთებული შტატების ლიდერობით, იერუსალიმში გადავა“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ორშაბათს, გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუციის პროექტი შეადგინა, რომლითაც იერუსალიმის სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით „ღრმა მწუხარებას“ გამოთქვამს. საბჭოს 15 წევრიდან, რეზოლუციის პროექტს 14-მა დაუჭირა მხარი, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა მისი მიღება ვეტოს უფლებით დაბლოკა.

XS
SM
MD
LG