ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იერუსალიმში სადგურს შესაძლოა ტრამპის სახელი მიენიჭოს


ისრაელის ტრანსპორტის მინისტრი ინიციატივით გამოდის, რომ იერუსალმში გოდების კედელთან ახლოს მდებარე ახალ რკინიგზის სადგურს სახელი პრეზიდენტ ტრამპის პატივსაცემად დაარქვან.

მაღალსიჩქარიანი, ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის გაფართოებისა და ახალი სადგურის მშენებლობის შესახებ ტრანსპორტის მინისტრი ქვეყნის რკინიგზის ხელმძღვანელებს უკვე ესაუბრა.

მინისტრის თქმით, სადგურს დონალდ ტრამპის სახელი უნდა მიენიჭოს მისი "გაბედული და ისტორიული გადაწყვეტილების გამო", რომლის თანახმადაც ამერიკამ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი ცნო.

XS
SM
MD
LG