ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორშაბათს პარაგვაიმ გადაწყვეტილება მიიღო ისრაელში საკუთარი საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანოს. ის ამერიკის და გუატემალის შემდეგ მესამე ქვეყენა იქნება, რომელიც პოლიტიკურად ამ მგრძნობიარე ნაბიჯს გადადგამს.

პარაგვაის პრეზიდენტმა, ჰორაციო კარტესმა საელჩოს გადატანის ცერემონიას „ისტორიული უწოდა“ და ორ ქვეყანას შორის კავშირების გაღრმავებაზე ისაუბრა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გადაწყვეტილებას მიესალმა. ამერიკა, გასულ კვირას, გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც იერუსალიმში მისი საელჩო ოფიციალურად გახსნა.

ვაშინგტონმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად 6 დეკემბერს სცნო. ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

აღნიშნულ ცვლილებას ეწინააღმდეგება პალესტინელი მოსახლეობა და საერთაშორისო თანამეგობრობის ბევრი წევრი, მათ შორის, ამერიკის მოკავშირეებიც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG