ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

11-წლიანი სასჯელი სოციალურ ქსელში აქტივობისთვის


17 წლის ახალგაზრდა ამერიკელის, ალი შუქრი ამინის განაჩენი შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა დღეს გამოაცხადა.

ვირჯინიის შტატში მცხოვრებ მოზარდს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ბრალი შეთქმულებაში მონაწილეობაში, დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მატერიალური რესურსებით მხარდაჭერაში დაუმტკიცდა.

17 წლის ახალგაზრდა ამერიკელის, ალი შუქრი ამინის განაჩენი შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა დღეს გამოაცხადა. მოზარდი ტერორისტული დაჯგუფების დასახმარებლად სოციალურ მედიას იყენებდა. სასჯელის მოხდის შემდეგ მას თავისუფლებაში ყოფნის დროსაც სამუდამო კონტროლი და ინტერნეტ-აქტივობის მონიტორინგი ელის. მოსამართლე დანა ბოენტეს განცხადებით "დღევანდელი სასჯელი ადასტურებს, რომ ისინი, ვინც სოციალურ ქსელებს დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მხარდასაჭერად და მათთვის რესურსების მოსაზიდად იყენებენ, ამოცნობილი იქნებიან და არანაკლები სიმკაცრით დაისჯებიან, ვიდრე ისინი, ვინც ხელში იარაღს აიღებენ და დაჯგუფებას შეუერთდებიან".

XS
SM
MD
LG