ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტივენ ნიქსი: ჩვენ აქ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ვართ


"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) ევრაზიის პრგრამების დირექტორი, სტივენ ნიქსი, ახლა საქართველოშია და თბილისში საარჩევნო პროცესს აკვირდება.

IRI- ი წლევანდელი თვითმმართველობის არჩევნებზე განსხვავებულადაა წამრომდეგნილი და შედარებით მცირე ჯგუფით აკვირდება არჩევნებს. IRI-ის საქართველოში გრძელვადიანი შეფასების 5 ექსპრტი ჰყავს, რომლებიც საქართველოში სექტმებრის დასაწყისიდან არიან. გრძელვადიან კვლევას გავლენიანი ამერიკული ორგანიზაცია საარჩევნო დღიდან რამდენიმე კვირაში გამოაქვეყნებს.

სტივენ ნიქსი საარჩევო პროცესზე "ამერიკის ხმას" თბილისიდან ესაუბრა.

სტივენ, თქვენ ახლა თბილისში ხართ და პროცესს უშუალოდ აკვირდებით. როგორია თქვენი შეფასება არჩევნების დღესთან დაკავშირებით?

დღეს, საკმაოდ ბევრ საარჩევნო უბანზე ვიყავი და საკმაოდ ბევრი ხალხი ვნახე ხმის მისაცემად მოსული. ძალიან სასიამოვნოა ქართველების ნახვა, რომლებიც იყენებენ თავიანთ კონსტიტუციურ უფლებას, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, ის ძალიან მნიშვნელოვანია.

აქ ეუთო/ოდირის სადამკვირებლო მისია, IRI და "ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI) არიან არჩევნებზე დასაკვირვებლად და ვფიქრობ, ეს არის იმ ახლო ურთიერთობის მტკიცებულება, რომელიც ჩვენ საქართველოსთან გვაქვს. ეს ასევე ხაზს უსვამს უდიდეს მნიშვნელობას საქართველოს დემოკრატიზაციის და მისი სამომავლო ევროპული მისწრაფებების გზაზე.

ჩვენ აქ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ვართ და ამიტომაც ვამბობ, რომ ძალიან მსიამოვნებს ხალხის ნახვა, რომლებიც ხმის მისაცემად არიან გამოსულები. სიტუაცია საკმაოდ ნორმალურია, ისევე, როგორც სხვა არჩევნების დროს.

"ქართული ოცნება", როგორც ცნობილია უკვე კონცერტისთვის ემზადება. პრემიერმა ღარიბაშვილმა კი განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ოცნების კანდიდატები იმარჯვებენ. რას იტყვით ამაზე, რა მესიჯს აგზავნის ეს?

ეს პოლიტიკის ნაწილია, ყველა მხარე იტყვის, რომ მათი პარტია, ან მოძრაობა წარმატებულია არჩევნებში და ეს ბუნებრივიცაა. რეალობა კი ისაა, რომ ახლა, ამ წუთას ჩვენ არ ვიცით არჩევნების შედეგები როგორი იქნება და არც გვეცოდინება, სანამ არჩევნების შედეგები არ გამოცხადდება და ყველა საჭირო პროცედურა არ ჩატარდება.

როგორ ფიქრობთ, გუშინ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში გამოჩენას და მის დაკავებას, რა გავლენა ექნება საარჩევნო პროცესსა და პოლიტიკურ პოლარიზაციაზე?

არ მგონია, რომ ახლა ვინმეს შეეძლოს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ჩვენ, უბრალოდ, არ ვიცით რა ეფექტი შეიძლება ამას ჰქონდეს მოკლე ან გრძელვადიან პერსპექტივაში.

ვფიქრობ, უნდა მოვიცადოთ, პროცესს დავაკვირდეთ და ამაში ვგულისხმობ ხმის მიცემის პროცესის დასრულებას, დათვლას და ყველა სხვა პროცედურას, რაც არჩევნებს მოჰყვება და რასაც გარკვეული დრო დასჭრიდება.

შარშან, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გამარჯვება იზეიმა ორივე მხარემ, შემდეგ კი ვიხილეთ საპროტესტო აქციები და უკიდურესად პოლარიზებული სიტუაცია. როგორი მოლოდინი გაქვთ ამჯერად ამ არჩევნების შემდეგ?

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საარჩევნო დღე მშვიდ გარემოში ჩაივლის და შემდეგი დღეებიც ასევე მშვიდი იქნება. იმიტომ, რომ ფოკუსი ახლა იმაზე უნდა იყოს, რომ საქართველოს მოსახლეობა ირჩევს ხალხს, ვინც მათ ემსახურება მუნიციპალიტეტებში.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პოსტ საბჭოთა ქვეყნებში, სადაც ჩვენ რეფორმებსა და ცვლილებებს ვხედავთ, რეალურად, ეს ლოკალურ დონეზე ხდება. ასე რომ, ახლადარჩეულ ხალხზე იქნება ის, რომ ემსახურონ ქართველებს, უზრუნველყონ პასუხისმგებლიანი მმართველობა და საჭიროებებზე ჰქონდეთ რეაგირება და სწორედ ეს სურს ქართველ ხალხს და ამისთვის მიდიან ისინი არჩევნებზე, რათა, აირჩიონ ადამიანები, რომლებიც მათ სერვისებს და პასუხისმგებლიან მმართველობას შესთავაზებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG