ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

NDI: ხელისუფლებამ სათანადოდ უნდა განიხილოს საჩივრები, ხელახლა დაითვალოს ხმები და განმეორებით დანიშნოს არჩევნები სადაც საჭიროა 


ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორი ალან გილამი NDI-ს ანგარიშზე საუბრობს, რომელიც ორგანიზაციამ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების შემდეგ გამოაქვეყნა. გილამს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

ბატონო ალან, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. გვითხარით ენ-დი-აის მიერ არჩევნებზე დაკვირვების ძირითად დასკვნებზე.

მადლობა. ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის ანგარიში ხაზს უსვამს მნიშვნელოვან დარღვევებს შედეგების ოქმებში; საარჩევნო უბნებზე პოტენციურად დამაშინებელი ქცევის შესახებ ფართოდ გავრცელებულ ბრალდებებს; შედეგების გამოქვეყნების დაყოვნებასა და წინა საარჩევნო პერიოდში არსებულ შეხედულებაზე ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე. ჩვენი აზრით, ამან ყურადღება გადაიტანა აღსანიშნავი წინსვლისგან საპარლამენტო არჩევნების როგორც საკანონდებლო ასევე ადმინისტრაციულ პროცედურებში.

რამდენად მძიმე იყო ზოგიერთი ახლა დაფიქსირებული დარღვევა წინა არჩევნებთან შედარებით?

მთავრობამ დამატებითი ძალისხმევა უნდა გაწიოს იმისთვის, რომ სწრაფად და სწორად განიხილოს საჩივრები, ჩაატაროს ხელახალი დათვლა და გამართოს განმეორებითი არჩევნები, სადაც ეს საჭიროა.

არ მგონია სამართლიანი იყოს არჩევნების ერთმანეთთან შედარება. ენ-დი-აის გადმოსახედიდან, ჩვენ გვსურს ვიხილოთ პროგრესი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ადგილობრივი ორგანიზაციები, როგორიცაა საერთაშორისო გამჭვირვალობა, თუ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მნიშვნელოვან შეშფოთებას გამოხატავენ. ამ ეტაპზე იმას ვიტყოდით, რომ მთავრობამ დამატებითი ძალისხმევა უნდა გაწიოს იმისთვის, რომ სწრაფად და სწორად განიხილოს საჩივრები, ჩაატაროს ხელახალი დათვლა და გამართოს განმეორებითი არჩევნები, სადაც ეს საჭიროა; და გამოიძიოს ძალადობისა და დაშინების ცნობები და კანონის სრული ძალით გაასამართლოს დამრღვევები და მიიღოს ყველა ზომა მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.

თქვენი ანგარიში ამბობს, რომ საქართველოსთვის ეს არჩევნები უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. რას გულისხმობთ ამაში?


როცა საქმე დემოკრატიას ეხება, ვფიქრობთ, რომ ყოველი არჩევნები წინ გადადგმული დადებითი ნაბიჯი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ ნაადრევია ამ არჩევნების დახასიათება, სანამ ხელისუფლება არ მიიღებს საჩივრების განსახილველად და ნებისმიერი დარღვევის გამოძიებისთვის საჭირო ზომებს. ამ პროცესების შედეგი, ვფიქრობ უკეთეს წარმოდგენას შეგვიქმნის იმაზე, თუ სად ჯდება ეს არჩევნები უფრო ფართო სპექტრში.

NDI: მთავრობამ უნდა იზრუნოს, რომ საზოგადოება არჩევნებს ენდობა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:34 0:00

სხვა სიტყვებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე არ ვიცით როგორ ჩატარდა ეს არჩევნები?

ამ ეტაპზე, ვფიქრობ, 21 ნოემბერს მეორე რაუნდის მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლებამ ბევრი უნდა გააკეთოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ არჩევნების მიმართ, საზოგადოებას ნდობა ჰქონდეს.

ყველა მონაწილე მხარემ უნდა გაწიოს ძალისხმევა სიტუაციის დეესკალაციისკენ, შექმნას მშვიდობიანი გარემო და ფოკუსირება მოახდინოს 21 ნოემბერს დანიშნულ მეორე ტურზე.

თქვენი აზრით, ეს შესაძლებელია? ოპოზიცია უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე, მთავრობა კი უარს ამბობს ხელახალი არჩევნების დანიშვნაზე. სად ხედავთ კომპრომისს ამ ორ საწინააღმდეგო პოზიციას შორის?

ენ-დი-აის გადმოსახედიდან, რაც ჩვენს ანგარიშში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეკომენდაციად შევიყვანეთ ისაა, რომ ყველა მონაწილე მხარემ უნდა გაწიოს ძალისხმევა სიტუაციის დეესკალაციისკენ, შექმნას მშვიდობიანი გარემო და ფოკუსირება მოახდინოს 21 ნოემბერს დანიშნულ მეორე ტურზე. პარტიებმა და კანდიდატებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ დაასაბუთონ საჩივრები, საარჩევნო დარღვევები თუ სახელწიფო რესურსის ბოროტად გამოყენება, ამომრჩეველზე ზეწოლა და ძალადობა, და ამის გამოსასწორებლად ლეგალური პროცედურები გამოიყენონ.

თქვენი აზრით, ქვეყნას აქვს შესაბამისი იურიდიული მექანიზმები, ამ პრობლემების ლეგალური გზით გამოსასწორებლად?

ერთი, რასაც ენ-დი-აი აღიარებს ისაა, რომ ამ არჩევნებამდე იყო მნიშვნელოვანი წინსვლა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნაკლო იყო. ჩვენ 35 რეკომენდაცია გამოვეცით ჩვენს ანგარიშში - ზოგი მოკლევადიანი, ზოგიც გრძელვადიანი - და იგივეს ამბობს ეუთო/ოდირიც, რომ სამომავლო რეფორმების შესაძლებლობა არსებობს.


თქვენ აღნიშნეთ, რომ არჩევნების დროს დაფიქსირდა მნიშვნელოვანი დარღვევები. აქედან გამომდინარე, რა არის ენ-დი-აის შეფასება - იყო თუ არა ეს არჩევნები ლეგიტიმური?

სანამ არ გვეცოდინება საჩივრების განხილვის პროცესის შედეგი, ნაადრევია იმის თქმა, უნდა გაუქმდეს თუ არა ამ არჩევნების ნებისმიერი ნაწილი. შემდეგი გამოცდა მეორე ტურია, რომელიც უნდა გაიმართოს მშვიდობიან, გამჭვირვალე, სამართლიან გარემოში და შიშისა და დაშინების გარეშე. მთავრობამ და საარჩევნო უწყებების ოფიციალურმა პირებმა დაუყოვნებელი და მდგრადი ნაბიჯები უნდა გადადგან იმის საჩვენებლად, რომ ამომრჩევლის ნებას პატივს სცემენ.

ოპოზიცია აცხადებს, რომ მეორე ტური არ იქნება იმის გამო, რომ გაერთიანებული ოპოზიცია პირველი ტურის შედეგებს არ აღიარებს, რაც მეორე ტურს გამორიცხავს. ოპოზიციასთან ერთად გაბრაზებული და უკმაყოფილოა საზოგადოების ნაწილიც. რა არის ენ-დი-ეის პოზიცია მეორე რაუნდთან დაკავშირებით?

ვფიქრობ, [ჩვენი პოზიცია] ჩვენს განცხადებაში ძალიან ნათლად წარმოვაჩინეთ. იმისთვის, რომ ამომრჩეველს დაბალანსებული და სანდო ინფორმაცია მიეწოდოს, პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა 21 ნოემბრის არჩევნებამდე მონაწილეობა უნდა მიიღონ დებატების მთელ სპექტრში, წარმოადგინონ საკუთარი პოლიტიკური პროგრამები და პოლიტიკა. პარტიების ლიდერებმა და კანდიდატებმა უნდა აჩვენონ ერთგულება კამპანიის წესებთან დაკავშირებით. თუ მათ საჩივრები აქვთ, დარღვევების დასადასტურებლად უნდა წარმოადგინონ შესაბამისი მტკიცებულება.

თქვენ ქვეყნისთვის ბევრი რეკომენდაცია გაქვთ როგორც ახლო, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში. თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ ამ კრიზისული სიტუაციიდან გამოსასვლელად?

ჩვენი ანგარიშის ხასიათიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ამ ეტაპზე პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება. მათ ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ იმისთვის, რომ სწრაფად და სათანადოდ განიხილონ საჩივრები და ჩაატარონ ხმების ხელახალი დათვლა ან განმეორებით არჩევნები იქ, სადაც ეს საჭიროა.​

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG