ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები პარლამენტთან იკრიბებიან


"რადიო თავისუფლების" ფოტო

სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, თბილისში, პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები დღესაც იკრიბებიან. მათი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების გამართვაა. "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა სააგენტოს ჟურნალისტებს უთხრა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება უნდა მოხდეს და უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები.

“ჩვენი აქციის მიზანი არის, რომ მოვითხოვოთ ორი რამ: ერთი, ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება, ანუ ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელსაც ექნება მოქალაქეების ნდობა. მეორე, ეს არის ახალი არჩევნები იმიტომ, რომ ამ არჩევნების ლეგიტიმაციის მიღება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ნებისმიერი ოპოზიციური ძალისთვის” - განაცხადა სამადაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს პარლამენტის წინ მდებარე მოედანი "სახალხო პროტესტის ადგილად" გადაიქცევა.

არჩევნების არალეგიტიმურობაზე საუბარს "ღიმილისმომგვრელად" თვლის "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, ცესკოს მიერ გამოცხადებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები ემთხვევა ოპოზიციის ეგზიტპოლს და ასეთ დროს გაყალბებაზე საუბარი არასერიოზულია.

სიმართლე „ქართული ოცნების“ მხარესაა და ოპოზიცია აცდენილია რეალობას - ამბობს კობახიძე. „რაც შეეხება პროცესებს, პროცესები მშვიდად წარიმართება და ჩვენი ქვეყანა ისე გააგრძელებს პროცესებს, როგორც ჩვენს ხალხს და საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდათ.

ოპოზიცია ბოიკოტს აცხადებს და მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. ამ მომენტისთვის პარლამენტარის მანდატებზე უარი თქვეს შემდეგმა პარტიებმა: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „ლეიბორისტული პარტია“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG