ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

NDI: დარღვევებმა არჩევნების წინ მიღწეული წინსვლა გადაფარა


საარჩევნო დარღვევებმა გადაფარა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე მიღწეული წინსვლა, კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პროცედურების გაუმჯობესების კუთხით, აცხადებს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI). ამ დარღვევებში შედის ოქმებში ასებული უზუსტობები, ცნობები საარჩევნო უბნებზე ან მის გარეთ დამაშინებელი ქცევის შესახებ, შედეგების დაგვიანებული გამოქვეყნება და წინასაარჩევნო პერიოდში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების განცდა.

NDI აცხადებს, რომ საარჩევნო კამპანია ღია და პლურალისტური იყო, თუმცა მანვე ხაზი გაუსვა აქამდე გამოკვეთილი დარღვევების ბრალდეებებს. მათ შორისაა:

  • ძალადობისა და დაშინების არაერთი შემთხვევა;
  • სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების შემთხვევები;
  • მნიშვნელოვნად მაღალი რაოდენეობით ამომრჩევლთა მოსყიდვის ბრალდებები;
  • მედიის პოლარიზაციის გამო პარტიების ტელევიზიებზე არათანაბარი წვდომა;

NDI აღნიშნავს ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და მუქარის შემცველი არაერთი შემთხვევის შესახებ. ინსტიტუტის შეფასებით, პოლარიზებულმა გაშუქებამ ამომრჩეველს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში შეუშალა ხელი.

„კანდიდატებს შორის სატელევიზიო დებატები შეზღუდულად ტარდებოდა, რის გამოც ეს შესაძლებლობა ამომრჩევლების ინფორმირებისთვის სათანადოდ ვერ იქნა გამოყენებული. საინფორმაციო მანიპულაციები ფართოდ იყო გავრცელებული, განსაკუთრებით ფეისბუკზე.“

NDI ასევე მიმართავს არჩევნებში მონაწილე მხარეებს:

  • საჩივრები სწრაფად და სათანადოდ იქნას განხილული, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ უბნებზე ხმების ხელახალი გადათვლა ან განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნა მოხდეს;
  • გამოიძიონ ძალადობისა თუ დაშინების ბრალდებები;
  • პარტიებმა და კანდიდატებმა საარჩევნო დარღვევების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ზეწოლისა და დაშინების შესახებ ბრალდებების გასამყარებლად სათანადო მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ;
  • მონაწილე მხარეებმა ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ, რათა განმუხტონ დაძაბულობა და ხელი შეუწყონ მშვიდობიან გარემოს. პოლიტიკურმა ლიდერებმა და კანდიდატებმა საკუთარი საქმიანობა კვლავაც ქცევის კოდექსის მიხედვით უნდა წარმართონ.
  • პარტიებმა და კანდიდატებმა სხვადასხვა დებატებსა და პოლიტიკურ გადაცემებში უნდა მიიღონ მონაწილეობა და საზოგადოებას საკუთარი პროგრამები და გეგმები წარუდგინონ.
  • უმნიშვნელოვანესია, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ პარტიებმა და კანდიდატებმა ამომრჩეველთან კომუნიკაციის დროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნორმები დაიცვან.

საარჩევნო ანალიზი ეფუძნება ჩართულ მხარეებთან 22-31 ოქტომბერს ჩატარებულ ინტერვიუებს, დისტანციურად მყოფი გრძელვადიანი ანალიტიკოსების შეფასებებს, ინსტიტუტის მიერ საქართველოში საქმიანობის 25 წლის განმავლობაში დაგროვებულ გამოცდილებასა და ურთიერთობებს და სანდო, მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიგნებებს, რომლებიც 31 ოქტომბრის არჩევნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აკვირდებოდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG