ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვინ რამდენი მანდატი მიიღო საიუბილეო მეათე მოწვევის პარლამენტში და შედგება კი ის?


საპარლამენტო არჩევნები 2020-მა საქართველოში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ოპოზიცია შედეგებს არ იღებს და გამართულ არჩევნებს "გაყალბებულად" თვლის, მმართველი გუნდი, "ქართული ოცნება" გამარჯვებას ზეიმობს. პოლიტიკური პროცესის პარალელურად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა უბნის შედეგი დათვალა და ოფიციალურ ვებგვრდზე გამოაქვეყნა.

დათვლილი უბნების 100% წინასწარი მონაცემებით უკვე შეგვიძლია გამოვთვალოთ, რომ პარლამენტში 9 პარტია მოხვდა. მიღებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ამ 9 პარტიას შორის პროპორციული სიით 120 მანდატი ასე ნაწილდება:

ქართული ოცნება

მმართველმა პარტიამ ცესკოს მონაცემებით სულ დათვლილი ხმების 48.15% აიღო. შესაბამისად, პარლამენტში პარტიული სიით "ქართული ოცნება" 61 ადამიანს შეიყვანს. ეს პირები არიან: 1 - გიორგი გახარია; 2 - არჩილ თალაკვაძე; 3 - ირაკლი კობახიძე; 4 - თეა წულუკიანი; 5 - მამუკა მდინარაძე; 6 - კახაბერ კუჭავა; 7 - გიორგი კახიანი; 8 - მარიამ ქვრივიშვილი; 9 - მიხეილ სარჯველაძე; 10 - მაია ბითაძე; 11 - მიხეილ დაუშვილი; 12 - გიორგი ამილახვარი; 13 - ვიქტორ სანიკიძე; 14 - მაკა ბოჭორიშვილი; 15 - შალვა პაპუაშვილი; 16 - დავით კაჭარავა; 17 - ნიკოლოზ სამხარაძე; 18 - გიორგი ხელაშვილი; 19 - მარიამ ლაშხი; 20 - ბექა დავითულიანი; 21 - ანრი ოხანაშვილი; 22 - დიმიტრი ხუნდაძე; 23 - დიმიტრი სამხარაძე; 24 - ნინო წილოსანი; 25 - ირაკლი კოვზანაძე; 26 - ირაკლი ბერაია; 27 - ირაკლი სესიაშვილი; 28 ეკა სეფაშვილი; 29 - რატი იონათამიშვილი; 30 - გურამ მაჭარაშვილი; 31 - დავით მათიკაშვილი; 32 - ელისო ბოლქვაძე; 33 - ვლადიმერ კახაძე; 34 - ირაკლი მეზურნიშვილი; 35 - სავალან მირზოევი; 36 - რამინა ბერაძე; 37 - სუმბატ კიურეღიანი; 38 - ალექსანდრე ტაბატაძე; 39 - ალუდა ღუდუშაური; 40 - ირმა ზავრადაშვილი; 41 - ირაკლი ზარქუა; 42 - გივი მიქანაძე; 43 - ბექა ლილუაშვილი; 44 - ქეთევან დუმბაძე; 45 - ალექსანდრე დალაქიშვილი; 46 - ლევან ქარუმიძე; 47 - ირაკლი მეძმარიაშვილი; 48 - ხატია წილოსანი; 49 - ვლადიმერ ჩაჩიბაია; 50 - ისკო დასენი; 51 - ვიქტორ ჯაფარიძე; 52 - მაია მენაღარიშვილი; 53 - ედიშერ თოლორაია; 54 - გოდერძი ჩანქსელიანი; 55 - ელგუჯა გოცირიძე; 56 - ანა ბუჩუკური; 57 - გია ბენაშვილი; 58 - ირაკლი ბერაია; 59 - შოთა ხაბარელი; 60 - თამარ ტალიაშვილი; 61 - ლევან მგალობლიშვილი.

ენმ/გაერთიანებული ოპოზიცია

ბლოკმა ცესკოს მონაცემებით 2020-ის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 27.14% აიღო, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პროპორციული სიიდან პარლამენტში 34 პირი შევა. ესენი არიან: 1 - ვახტანგ კიკაბიძე; 2 - გრიგოლ ვაშაძე; 3 - ნიკანორი მელია; 4 - ხატია დეკანოიძე; 5 - კობა ნაყოფია; 6 - დევი ჭანკოტაძე; 7 - ლევან ვარშალომიძე; 8 - სალომე სამადაშვილი; 9 - ზაალ უდუმაშვილი; 10 - ხათუნა სამნიძე; 11 - რომან გოცირიძე; 12 - თეიმურაზ ჯანაშია; 13 - ნატო ჩხეიძე; 14 - რამაზ ნიკოლაიშვილი; 15 - კახაბერ ოქრიაშვილი; 16 - გუბაზ სანიკიძე; 17 - აბდულა ისმაილოვი; 18 - ცეზარ ჩოჩელი; 19 - თამარ კორძაია; 20 - სულხან სიბაშვილი; 21 - გიორგი გოდაბრელიძე; 22 - დავით ხაჯიშვილი; 23 - დილარ ხაბულიანი; 24 - თინათინ ბოკუჩავა; 25 - როსტომ ჩხეიძე; 26 - დავით კირკიტაძე; 27 - გიორგი ბოტკოველი; 28 - ეკატერინე ხერხეულიძე; 29 - მანუჩარ კვირკელია; 30 - ნიკა მაჭუტაძე; 31 - აკაკი მინაშვილი; 32 - ნონა მამულაშვილი; 33 - ლევან ბეჟაშვილი; 34 - ბაჩუკი ქარდავა.

ევროპული საქართველო

პარტიამ, ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში 3.78% მოიპოვა, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში პარტიიდან 4 ადამიანი მოხვდება. 1 - დავით ბაქრაძე; 2 - შალვა შავგულიძე; 3 - ელენე ხოშტარია; 4 - არმაზ ახვლედიანი. შესაძლოა შალვა შავგულიძე და ელენე ხოშტარია პარლამენტში პარტიული სიით არ შევიდნენ, იმ შემთხვევაში თუ ისინი მაჟორიტარულ არჩევნებში მოიპოვებენ გამარჯვებას. ვაკის და მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტური გაიმართება. იმ შემთხვევაში, თუ ისინი მეორე ტურში გაიმარჯვებენ, პარტიული სიით პარლამენტში შევლენ ტარიელ ნაკაიძე და ხათუნა გოგორიშვილი.

ლელო

ახლად შექმნილი პოლიტიკური პარტია საქართველოს პარლამენტში ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, შეძლებს 4 პირის შეყვანას პროპორციული სიიდან. ეს პირები შესაძლოა იყვნენ: 1 - მამუკა ხაზარაძე; 2 - ბადრი ჯაფარიძე; 3 - დავით უსუფაშვილი; 4 - ანა ნაცვლიშვილი.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, დათვლილი ყველა უბნის მონაცემით, შეიძლება ითქვას, რომ პარლამენტში პატრიოტთა ალიანსი 4 დეპუტატით შევა. ხმების საერთო რაოდენობიდან მათი პროცენტული მაჩვენებელი 3.14%-ია. პარლამენტში პარტიიდან შევლენ: 1 - ირმა ინაშვილი; 2 - გიორგი ლომია; 3 - გოჩა თევდორაძე; 4 - ავთანდილ ენუქიძე.

ცესკოს მონაცემებით 4 მანდატი მიიღო პარტიამ "სტრატეგია აღმაშენებელი" პარტიამ არჩევნებში საერთო ხმების 3.15% აიღო. შესაბამისად პროპორციული სიით პარლამენტში შევლენ: 1 - გიორგი ვაშაძე; 2 - თამარ ჩარკვიანი; 3 - პაატა მანჯგალაძე; 4 - თეონა აქუბარდია.

პარლამენტში შევა პარტია გირჩიც. ცესკოს მონაცემებით პარტიამ საერთო ხმებიდან 2.89% მიიღო. რაც ნიშნავს იმას, რომ პარტიული სიით პარლამენტში შევა 3 ადამიანი. ესენი იქნებიან: 1 - ზურაბ ჯაფარიძე; 2 - იაგო ხვიჩია; 3 - ვახტანგ მეგრელიშვილი.

პარტია მოქალაქეებმა, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 1.33% აიღო არჩევნებში, რაც ნიშნავს იმას, რომ პარტიიდან ერთი ადამიანი შევა პარლამენტში. პროპორციული სიის მიხედვით, პარლამენტში ალექსანდრე ელისაშვილი შევა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პარლამენტში მოხვდა ლეიბორისტული პარტიაც 1%-ით, რაც ნიშნავს იმას, რომ პარტიული სიიდან არჩევნებში შესაძლოა შალვა ნათელაშვილი შევიდეს.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პარლამენტში 9 პარტია შედის. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, წინასწარი ინფორმაციით, თბილისის ყველა ოლქში მეორე ტური გაიმართება. რაც შეეხება რეგიონებს, 21 მაჟორიტარული ოლქიდან, 8-ში მეორე ტური გაიმართება. სულ ქვეყანაში 16 მაჟორიტარულ ოლქში შედგება მეორე ტური.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 14 მაჟორიტარულ ოლქში პირველივე ტურში გამოვლინდა გამარჯვებული. ყველა ოლქის წინასწარი მონაცემით, "ქართულმა ოცნებამ" მოიგო. შესაბამისად, მმართველი გუნდი პარლამენტში დამატებით 14 მანდატს იღებს. ეს პირები იქნებიან: დავით სონღულაშვილი; შალვა კერესელიძე; ზაურ დარგალი; გოგი მეშველიანი; გიორგი ხოჯევანიშვილი; ანტონ ობოლაშვილი; სამველ მანუკიანი; გოჩა ენუქიძე; პაატა კვიჟინაძე; გივი ჭიჭინაძე; ვასილ ჩიგოგიძე; ალექსანდრე მოწერელია; ირაკლი ხახუბია; ზაალ მიქელაძე.

მონაცემებს თითქმის არცერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია არ იღებს. მათ მიაჩნიათ, რომ შედეგები გაყალბდა. მეტიც, პარტიები ხელახალ არჩევნებს ითხოვენ და პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტური არჩევნებიდან მესამე შაბათს - 21 ნოემბერს ჩატარდება. მასში მაჟორიტარობის ის ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, ვინც პირველ ტურში სხვებზე მეტ ხმას მოიპოვებს.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი ამბობს, რომ ისინი მანდატებზე ამბობენ უარს, თუმცა კონსტიტუციით მანდატზე უარის თქმა ოფიციალურად მას შემდეგ ხდება, რაც პარლამენტი ცნობს პირველივე სხდომაზე დეპუტატების უფლებამოსილებას. იმისათვის, რომ პარლამენტი შედგეს, კონსტიტუციაში წერია, რომ სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა უნდა მოხდეს, დამტკიცებისთვის კი საჭიროა 76 დეპუტატის თანხმობა. ამ დროისთვის პარლამენტში 100 დეპუტატი არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ჰყავს.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პარლამენტში პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების შედეგად, "ქართულ ოცნებას" 86 წევრი ეყოლება.

სრული ბოიკოტისთის, ოპოზიციურ პარტიებს მოუწევთ მთლიანად გააუქმონ საკუთარი პარტიული სიები. ხოლო თუ მაჟორიტარი დეპუტატი იტყვის მანდატზე უარს, მისი ადგილი ვაკანტური დარჩება მაისამდე, სანამ შუალედური არჩევნები არ გაიმართება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG