ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში 51% აიღო


ირაკლი კობახიძე

ცესკოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, პარტია "ქართული ოცნების" ოფისში სპეციალური განცხადება გაკეთდა. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

"ამ ეტაპზე ჩვენი მაჩვენებელი არის 51% აქვე გვინდა ვთქვათ რომ ქართულმა ოცნებამ მოიგო ყველა ქალაქი და ყველა რაიონი. ეს არის მყარი მონაცემები, წინასწარი, მაგრამ მყარი. მადლობას ვუხდით ამომრჩეველს. „ნახევარზე მეტ შემთხვევაში, 15 მაჟორიტარი ოლქია, პირველ ტურში ვიგებთ ყველა შემთხევვაში, თუმცა მინიმუმ 12 ოლქში ჩატარდება მეორე ტური. რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ 2-3 ოლქის მონაცემებია დასაზუსტებელი".

უნდა ითქვას საბოტაჟის მცდელობაზე. საარჩევნო უბნებზე ხელოვნურად ჭიანურდება ხმის დათვლის პროცესი, იჭიმება დრო გასაგზავნად ოქმებისთვის ცესკოში. თქვენ ნახეთ რა სცენა და საბოტაჟი მოაწყვეს თამარ ჟვანიას წინააღმდეგ ცესკოში. ყველა პროცედურა დასრულდება ისე როგორც საჭიროა და დილისთვის ყველა მონაცემი იქნება გამოქვეყნებული. სრულად თუ არა, თითქმის სრულად ყველა მონაცემი უნდა იყოს ასახული ცესკოს ვებგვერზე,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG