ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცესკოს პირველადი მონაცემები ცნობილია


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველადი შედეგები გაასაჯაროვა. ამ დროისთვის result.cec.gov.ge-ზე არსებული ინფორმაციით საპარლამენტო არჩევნები 2020-ში პარტიებმა შემდეგი მონაცემები აიღეს:

  • ქართული ოცნება 53.1%
  • ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიცია 23.9%
  • ლელო 3.39%
  • ევროპული საქართველო 3.95%
  • გირჩი 2.32%

3847 უბნიდან მონაცემები დათვლილია 1219 უბანზე რაც საერთო რაოდენობის 31.69%

საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის აქტივობამ 56,11 % შეადგინა, ცესკოს მონაცემებით 31 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობა 1 970 540-მა ამომრჩეველმა მიიღო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა. აქტივობამ აღნიშნულ ოლქში 56, 11%-ია. ამომრჩევლის ყველაზე დაბალი აქტივობა 20 საათისთვისაც ქვემო ქართლში დაფიქსირდა და 51 პროცენტი შეადგინა

2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG