ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთი ევროკავშირში რჩება


გერმანიის კანცლრეი ანგელა მერკელი გერმანიის პარლამენტში

გერმანიის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით საბერძნეთისთვის 95 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ამ თანხით საბერძნეთი საერთაშორისო კრედიტორებისთვის ვალის დაბრუნებას შეძლებს, რისთვისაც ვადა ხუთშაბათს იწურება.

გერმანიის მიერ გამოყოფილი თანხა უმსხვილესია სხვა ქვეყნების მიერ გაწეულ დახმარებასთან შედარებით. ფინანსთა მინისტრმა ვოლფგანგ შნობლემ კანონმდებლებს კენჭისყრამდე უთხრა, რომ დახმარების დამტკიცებასზე უარის თქმა უპასუხისმგებლობა იქნება არა მხოლოდ საბერძნეთის, არამედ ევროკავშირის წინაშე.

პარასკევს ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებმა 29 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პირველი პაკეტი დაამტკიცეს.

საბერძნეთს ფინანსური დახმარება დაუყოვნებლივ სჭირდება 20 აგვისტომდე ევროპის ცენტრალური ბანკისთვის 3.5 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალის დასაბრუნებლად. ათენისთვის გაწეული დახმარება საბერნეთს ვალზე დეფოლტისგან და ევროზონიდან გასვლისგან იხსნის.

XS
SM
MD
LG