ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთი და ევროკავშირი შეთანხმდნენ


საბერძნეთი და მისი ევროპელი პარტნიორები ახალ ფინანსური დახმარების პაკეტზე შეთანხმდნენ. 17 საათის განმავლობაში მიმდინარე სამიტის ბოლოსკენ ათენმა მესამე კრედიტის მიღების შესახებ ევროზონისგან დადებითი პასუხი მიიღო. განცხადება ამის შესახებ ევროკავშირის პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა გააკეთა. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი ახლა ქვეყნის პარლამენტის დარწმუნებას ეცდება, რათა შეთანხმება ოთხშაბათამდე დამტკიცდეს.

100 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტის სანაცვლოდ საბერძნეთი საკმაოდ რთული საგადასახადო და საპენსიო რეფორმების დანერგვის პირობას დებს. სხვა დანარჩენ კომპრომისებს შორის ათენს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნის დათმობა მოუწია. კერძოდ, საბერძნეთის მთავრობა მრავალმილიარდიან შეთანხმებაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის სრულ ჩართვას ეწინააღმდეგებოდა.

XS
SM
MD
LG