ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთი დახმარების ახალ პაკეტს ითხოვს


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი

საბერძნეთი ევროპას მორიგი - სამწლიანი დახმარების პაკეტს სთხოვს და პირობას დებს, რომ საგადასახადო და საპენსიო რეფორმას დაუყოვნებლივ დაიწყებს. ციპრასმა დღეს ევროპის პარლამენტს უთხრა, რომ კონკრეტულ გეგმას საბერძნეთი ხვალ წარმოადგენს.

ვფიქრობ ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ექსპერიმენტი წარმატებული არ აღმოჩნდა
ალექსის ციპრასი

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის თქმით ის დარწმუნებულია, რომ ევროპელი ლიდერების მიერ დაწესებულ ვადაში ფინანსური მხარდაჭერის პროგრამაზე შეთანხმების მიღწევას მოახერხებს.

ევროპის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა დაიცვა მისი ქვეყნის პოზიცია ფინანსური მხარდაჭერის სანაცვლოდ არ დაეთანხმოს ვალის მკაცრ პირობებს. მისი თქმით ნებისმიერი რეფორმის მიზანი სამუშაო ადგილების შექმნა და წარმოების ხელშეწყობა უნდა იყოს.

„ვფიქრობ ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ექსპერიმენტი წარმატებული არ აღმოჩნდა, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა სიღარიბე და უმუშევრობა, სოციალური უთანასწორობა და ვალები, რომლებმაც მთლიანი შიდა პროდუქტის 180%-ს მიაღწია“ განაცხადა მან.

ევროპის კავშირის ლიდერები კვირას სამიტს გამართავენ, სადაც 19 წევრიანმა ევროს ბლოკმა საბერძნეთის დახმარების პაკეტზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

XS
SM
MD
LG