ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დედამიწაზე ხანძრების მასშტაბურობა იზრდება


მეგა-ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ამერიკის კონგრესმა ეროვნული სტრატეგია შეიმუშავა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:01 0:00
ბმული

ავსტრალია, ინდონეზია, რუსეთი, საბერძნეთი - ეს იმ ქვეყანათა მცირე ჩამონათვალია, სადაც ბოლო წლებში ტყეების მასიურ ხანძრებს ჰქონდა ადგილი. ამ ზაფხულს, შეერთებული შტატების დასავლეთ რეგიონის ტერიტორია სამმა მძვინვარე ხანძარმა ფაქტობრივად გაანადგურა. ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთი მასიური ხანძრების უმრავლეს შემთხვევაში წარმოქმნის მიზეზი კლიმატური ცვლილებებია, ასევე მიწის დამუშავება, და ადამიანების მიერ უპასუხისმგებლო მოპყრობა.

2013 წლის ივნისი კოლორადო. შავ ტყეში ხანძარი ხუთასზე მეტ სახლს ანადგურებს.

რამდენიმე კვირის შემდეგ არიზონაში, ხანძარს 19 მეხანძრე ემსხვერპლა.

შემდეგ კალიფორნიაში . ხანძარს აგვისტოში, რომელიც ქვეყნის ისტორიაში სიდიდით მესამე ხანძრად მიიჩნიეს - სან-ფრანცისკოს წყალმომარაგების სისტემის მუშაობა მწყობრიდან გამოყავს.

ბილ კეჯი შეერთებული შტატების სატყეო სახანძრო სამსახურებს ხელმძღვანელობს შეერთებული შტატების პარკების მომსახურებაში ეროვნულ უწყებათაშორის სახანძრო ცენტრში ქალაქ ბოისში აიდაჰოს შტატში.

მისი თქმით, უზარმაზარი დიდი ზარალის მომტანი ხანძრები, რომლებიც ათეული წლების წინ იშვიათობას წარმოადგენდა, ახლა ხელისუფლებას აიძულებს ახალი სტრატეგია შეიმუშაოს.

ბილ კეჯი: შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში არის მასობრივი ხანძრების შემთხვევები, რაც ძალიან დიდი ხნის პერიოდულობით იჩენს ხოლმე თავს. ხანძრების სეზონი რასთან ბრძოლაც უწევთ, ნამდვილად ცვალებადია, რაც მართლა თავსატეხს წარმოადგენს.

გაეროს შესაბამისი კომიტეტის მოხსენების და ხანძრების საკითხში ექსპერტების დასკვნის თანახმად, მეგა-ხანძრების წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი კლიმატური ცვლილებების გამო წარმოქმნილი გვალვაა.

მეორე მიზეზი კი მიწის დამუშავებაა, მათ შორის წლების განმავლობაში ხანძრის კერების ადგილებზე ახალი დასახლებების წარმოშობისგან დაზღვეულ ადგილებში წარმოქმნილი ხანძრების აგრესიულად ჩაქრობა. ასეთი პოლიტიკა, რომელსაც ჩახშობა ჰქვია, სრულად არის მხარდაჭერილი და პოლიტიკურად უსაფრთხოდ ითვლება.

თუმცა ამ პოლიტიკამ ყველა სხვა ქვეყანაში, სადაც სცადეს, ვერ იმუშავა , რადგან იქ ხანძრის წარმოშობის კერას თავად ბუნება წარმოადგენს, აცხადებს არიზონის შტატის უნივერსიტეტის პროფესორი სტივენ პაინი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

სტივენ პაიკი: როდესაც კვამლი ჰორიზონტშია და კამერები ამას გარედან იღებენ, გეჩვენება რომ ადვილია ამ პრობლემის მოგვარება. გამოიძახებ სამხედროებს, სახანძრო ვერტმფრენებს და ამგვარად ხანძრის განეიტრალებას ცდილობ. გგონია, ეს ყველაფერი საკმარისია რომ ხანძარი ჩაქრეს.

სხვა სიტყვებით რომ გადმოვცეთ ჩახშობა არის პრობლემის მხოლოდ დროებითი მოგვარება, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ უფრო საშიში ხანძრის წარმოქმნას უწყობს ხელს. ასეთ ადგილას ყოველთვის იზრდება მცენარეულობა, ან წარმოიქმნება კერა საწვავისთვის, რომელსაც შეუძლია ხანძრის გავრცელება ხეების კენწერომდეც კი გამოიწვიოს. ორეგონის მეტყევე მარკ ბერნი თავისი გამოცდილების შესახებ ამერიკის ხმას ესაუბრა.

მერკ ბერნი: ადრე ტყის დაბალ მასივებში ხანძარი ტყეს ასუფთავებდა, ახლა ის უფრო აგრესიული გახდა და მაღალი ინტენსიურობით გამოირჩევა, რაც ტყეს ანადგურებს, კლავს ხეებს.

ბერნი ამბობს, რომ პრევენციული ღონისძიებების დაფინანსება საწვავის შემცირების საკითხს უნდა მოხმარდეს.

ამერიკის კონგრესმა ხანძართან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც თამამი პროექტია და დაფინასებას საჭიროებს. მისი მიზანია დაეხმაროს მთავრობას, მიწის მესაკუთრეებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს რომ ეს საშიში მოვლენა შეჩერდეს, რომელიც წლიდან წლამდე უფრო მასშტაბური ხდება.
XS
SM
MD
LG