ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალიფორნიის ტყეებში ხანძარი მძვინვარებს


უკვე მესამე დღეა ათასამდე მეხანძრე 7 000 ჰექტარზე გავრცელებული ხანძრის ჩაქრობას ცდილობს.

შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროს ტყეებში მძვინვარე ხანძარი ათასობით კალიფორნიელის საცხოვრებელ სახლებს ემუქრება. უკვე მესამე დღეა ათასმდე მეხანძრე 7 000 ჰექტარზე გავრცელებული ხანძრის ჩაქრობას ცდილობს.

სტიქიური უბედურების ზონიდან ხელისუფლებამ ასობით ადამიანის , მათ შორის უნივერსიტეტის სტუდენტების ევაკუაცია მოახდინა. ხანძრის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს, რომელიც უდაბნოდან ოკეანის სანაპიროსკენ უბერავს.
XS
SM
MD
LG