ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხანძარი ავსტრალიაში


ტასმანიაზე რეკორდული სიცხეების გამო გაჩენილმა ხანძრებმა ათეულობით შენობა გაანადგურა

ავსტრალიის ოფიციალური წყაროების ცნობით, ქვეყნის სამხრეთში ათასობით ადამიანს საცხოვრებელი ადგილის დატოვება და მძვინვარე ხანძრებისგან თავის დაღწევა მოუწია. კუნძულ ტასმანიაზე მომხდარმა ხანძრებმა ათეულობით ნაგებობა გაანადგურა.

ხანძარი პარასკევს დაიწყო. რეკორდულმა სიცხეებმა ტასმანიაში 40 გრადუსს გადააჭარბა. თუმცა, ავსტრალიის ეს ნაწილი ტრადიციულად გრილ ტერიტორიად არის ცნობილი. ტასმანიის პოლიციის მონაცემებით, ნუნალეის მხარეში შენობების 70 პროცენტი დამწვარი და საცხოვრებლად გამოუსადეგარია. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ადამიანის დაღუპვის შესახებ არის ცნობილი. ავსტრალიისთვის ანალოგიური სტიქიური უბედურება უცხო არ არის. 2009 წლის თებერვალში მომხდარ ხანძრებს ქვეყანაში 173 ადამიანი შეეწირა.
XS
SM
MD
LG