ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არიზონაში მეხანძრეები დაიღუპნენ


არიზონას მთავრობამ ქალაქი იერნელის ევაკუაცია გააკეთა, სადაც ხანძარმა რამდენიმე შენობა გაანადგურა

ამერიკის ოფიციალური პირების განცხადებით, კვირას არიზონაში ტყის ხანძართან ბრძოლისას 19 მეხანძრე დაიღუპა.

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომელიც ამჟამად ოფიციალური ვიზიტით აფრიკაში იმყოფება, განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ მეუღლე მიშელთან ერთად ის უერთდება ამერიკელებს და დაღუპული მეხანძრეების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. პრეზიდენტმა მათ გმირები უწოდა.

ხანძარი არიზონაში ქალაქ ფენიქსიდან 130 კილომეტრის მოშორებით მძვინვარებს და სწრაფად ვრცელდება. არიზონას მთავრობამ ქალაქი იერნელის ევაკუაცია გააკეთა, სადაც ხანძარმა რამდენიმე შენობა გაანადგურა.
ხანძრის ჩასაქრობად 200-ზე მეტი მეხანძრე იბრძვის.
XS
SM
MD
LG