ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოლორადოს ტყეებში ხანძარი მძვინვარებს


ამერიკის დასავლეთ ნაწილში ტყის ხანძრის ჩასაქრობად დამატებითი მეხანძრეები გაიგზავნება. კოლორადოს შტატში სტიქიამ 100ზე მეტი შენობა გაანადგურა და ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ხანძარი შაბათს მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა და დღემდე 16 ათასი ჰექტარი ტყე გადაწვა. სპეციალიზირებული ტექნიკით აღჭურვილი 400 მეხანძრე უკვე რამდენიმე დღეა ებრძვის სტიქია. დღეს კოლორადოში დამატებით 200 მეხანძრე გაიგზავნება.
მეხანძრეებს ცეხლის ჩაქრობაში საზღვაო ძალების ხუთი მსხვილი საჰაერო ტანკერი და ხუთი ერთ-ძრავიანი საჰაერო ტანკერი ეხმარება.
XS
SM
MD
LG