არიზონის შტატში ისევ მძვინვარებს ხანძარი, რომელმაც 19 მეხანძრის სიცოცხლე შეიწირა. სამაშველო სამსახურებმა მისი მხოლოდ 8 პროცენტით შეზღუდვა მოახერხეს. შტატის ოფიციალურ პირთა განცხადებით, პროგრესის მიღწევა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც რეგიონში ძლიერი ქარი შეწყდა.
პარასკევს გაჩენილ ხანძარს ამჟამად 500 მეხანძრე, სამხედრო საჰაერო ტანკერები და ვერტმფრენები ებრძვიან. არიზონის შტატში ასობით ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა და ათასობით ჰექტარი მიწა დაიწვა. ამერიკის ისტორიაში 11 სექტემბრის ტერაქტის გარდა, ერთდროულად ამდენი მეხანძრე არასოდეს დაღუპულა.