ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიის პარლამენტმა საბერძნეთის დახმარება დაამტკიცა


გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატამ 439 ხმით 119-ის წინააღმდეგ საბერძნეთისთვის რიგით მესამე ფინანსური სტიმულირების პაკეტის გადაცემას მხარი დაუჭირა.

გერმანიის პარლამენტმა საბერძნეთის დახმარების შესახებ ევროკავშირში მიღებული გადაწყვეტილება დაამტკიცა. პარლამენტის ქვედა პალატამ 439 ხმით 119-ის წინააღმდეგ კრიზისში მყოფი ევროზონის ქვეყნისთვის რიგით მესამე ფინანსური სტიმულირების პაკეტის გადაცემას მხარი დაუჭირა.

გერმანიას ამ პაკეტში თანხის ყველაზე დიდი ნაწილი შეაქვს და საბერძნეთში შესაბამისი რეფორმების, კერძოდ - ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირების და გადასახადების გაზრდის - მოთხოვნით გამოდის. შეთანხმების მიხედვით ათენს პირველადი შენატანისთვის მოკლევადიანი სწრაფი კრედიტი გადაეცემა. პარალელურად დაიწყება მოლაპარაკება უფრო გრძელვადიანი, 94 მილიარდიანი კრედიტის პირობებზე, რომელიც საბერძნეთს 3 წლის ვადით გამოეყოფა.

XS
SM
MD
LG