ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთის საკითხი გადაწყდა


მოკლევადიანი კრედიტი საბერძნეთს პირველ შენატანზე დაეხმარება და შემდეგი სამი წლის განმავლობაში ჯამში 94 მილიარდი ლოლარის ოდენობის დახმარებას გაუწევს.

ევროზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა დღეს სატელეფონო მოლაპარაკების დროს საბერძნეთს ახალი ფინანსური დახმარების პაკეტი დაუმტკიცეს. მოკლევადიანი კრედიტი საბერძნეთს ვალის დასაფარად განსაზღვრულ პირველ შენატანზე დაეხმარება და შემდეგი სამი წლის განმავლობაში ჯამში 94 მილიარდი ლოლარის ოდენობის დახმარებას გაუწევს. მანამდე ბერძენმა კანონმდებლებმა ფინანსური სტიმულირების ახალი პაკეტის გადაცემისთვის წაყენებული რეფორმების მოთხოვნები დაამტკიცეს.

ათენს კრედიტების გასტუმრების დაწყებისთვის ახალი ვადა დაუწესდა, რომელიც ორშაბათს იწურება. საბერძნეთს ევროპის ცენტრალური ბანკის 4.6-მილიარდიანი ვალი ჰქონდა. სირიზას მმართველმა პარტიამ მოახერხა ქვეყანაში ნაკლებად პოპულარული რეფორმების კანონი პარლამენტში 229 ხმით 64-ის წინააღმდეგ გაეტანა. კენჭისყრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ მას კრედიტორების მოთხოვნებზე თანხმობის მიცემის გარდა სხვა გამოსავალი არ რჩებოდა.

XS
SM
MD
LG