ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანული პარტიები მოლაპარაკებებს განაგრძობენ


გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია აცხადებს, რომ მზადაა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მოლაპარაკებები სხვა პარტიებთან აწარმოოს და ხელახალი არჩევნების ნაცვლად, მთავრობა კოალიციურად ჩამოაყალიბოს.

24 სექტემბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კანცლერმა ანგელა მერკელმა მმართველი კოალიციის შექმნა ვერ შეძლო.

სოციალ-დემოკრატიული პარტიის მარტინ შულცი ოპოზიციაში გადასვლის პირობას დებდა, თუმცა პარტიის გენერალურმა მდივანმა ჰუბერტუს ჰაილიმ რვა-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ „პარტია მოწოდებულია მოლაპარაკებები გააგრძელოს“, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია რომელ პარტიებთან აპირებს მოლაპარაკებების წარმოებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG