ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპის ყველაზე სტაბილური ქვეყანა გერმანია პოლიტიკური კრიზისის პირისპირაა. ბიზნესების მხარდამჭერი „თავისუფალი დემოკრატების პარტია“ სამთავრობო კოალიციის ფორმირების მოლაპარაკებებს გამოეთიშა და განაცხადა, რომ „ქრისტიან დემოკრატებსა“ და „მწვანეთა პარტიასთან“ მოლაპარაკებებისთვის ნდობის საფუძველი არ არსებობს.

გერმანიის სამთავრობო კოალიციაზე მოლაპარაკებები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, მოლაპარაკებებში ჩართული მხარეები მიგრაციის, ენერგეტიკის და ევროკავშირში გერმანიის როლზე ვერ თანხმდებიან.

ჯერ-ჯერობით გაურკვეველი რჩება კანცლერი ანგელა მერკელი უმცირესობის მთავრობის მართვას შეეცდება თუ მომავალ წელს ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს.

„მე გავაკეთებ ყველაფერს როგორც გარდამავალი კანცლერი იმისთვის, რომ ქვეყანას რთულ პერიოდში გავუძღვე,“ განაცხადა მერკელმა.

არჩევნების შემდეგ კანცლერი მერკელი „ქრისტიან დემოკრატების“, „ქრისტიან სოციალურ კავშირის“, „თავისუფალ დემოკრატების“ და „მწვანეების“ პარტიებისგან შემდგარი სამთავრობო კოალიციის შექმნას ცდილობდა.

„როგორც ჩანს, ოთხი პარტნიორისგან შემდგარი კოალიცია არ იზიარებს ქვეყნის მოდერნიზაციის ხედვას და მხარეებმა ვერ შეძლეს ერთმანეთში ნდობის დამყარება,“ განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ქრისტიან ლინდნერმა.

მერკელს, ევროპის ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ლიდერს, ამ მოლაპარაკებებს არაეფექტურად წარმართვისთვის აკრიტიკებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG