ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიაში წინასაარჩევნო დებატები გაიმართა


მარტინ შულცი და ანგელა მერკელი

გერმანიაში საყოველთაო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ყურადღება კანდიდატებისკენ არის მიმართული. კვირას, კანცლერ ანგელა მერკელსა და მის ოპონენტ, სოციალ-დემოკრატ მარტინ შულცს შორის დებატები გაიმართა. მიმომხილველების თქმით, შულცმა ვერ მოახერხა კანცლერისთვის პოლიტიკურის დარტყმის მიყენება და მერკელი მის შეტევებს ადვილად იგერიებდა. შულცი, ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი, მერკელს გამოკითხვების მიხედვით 14 პროცენტით ჩამორჩება.

დებატების განმავლობაში შულცმა მერკელის 2015 გადაწყვეტილება გააკრიტიკა, რომელმაც უნგრეთში გაჩერებულ სირიელ ლტოლვილებს გერმანიაში თავშესაფარი მიანიჭა. მერკელმა კრიტიკას უპასუხა და თქვა, რომ „კანცლერის ცხოვრებაში საჭიროა გადაწყვეტილების მიღება“.

შულცი ასევე თავს დაესხა მერკელს გერმანია-თურქეთის ურთიერთობასთან დაკავშირებით. მან მერკელი იმის გამო გააკრიტიკა, რომ ის ანკარის მიმართ საკმარის სიმკაცრეს არ იჩენს. საპასუხოდ მერკელმა თურქეთთან ურთიერთობებაში ახალი პოზიცია დააფიქსირა და თქვა რომ „თურქეთი არ უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი“. თურქეთმა უკანასკნელ ხანებში გერმანიის მოქალაქეეები დააკავა ტერორიზმის, გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის თუ გულენის მოძრაობასთან კავშირის ბრალდებით.

საზოგადოებრივი აზრის გამოკთხვის შედეგების მიხედვით, რომელიც მის დასრულებისთანავე გამოქვეყნდა, მოსახლეობის მოწონება ანგელა მერკელმა დაიმსახურა.

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მერკელის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირში (CDU) მოუწევს ბუნდესტაგში კოალიციის პარტნიორის მოძებნა, ვინაიდან სავარაუდოდ CDU საჭირო რაოდენობის ადგილს ვერ მოიპოვებს. მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ პარლამენტში მესამე ძალა მემარჯვენე-პოპულისტი „გერმანიის ალტერნატიული პარტია“ იქნება. კვლევების მიხედვით პარტიას ამომრჩევლის 11% უჭერს მხარს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG