ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართულ-ბრაზილიური სამბა


მაია ფანჯიკიძე ბრაზილიაში ვიზიტის დროს
მაია ფანჯიკიძე ბრაზილიაში ვიზიტის დროს

თბილისი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მხარს ბრაზილიის კანდიდატს დაუჭერს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:17 0:00
ბმული


მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის WTO გენერალური დირექტორის არჩევნებზე, რომელიც 31 მაისამდე უნდა გაიმართოს საქართველო მხარს ბრაზილიელ დიპლომატ რობერტო აზევედოს დაუჭერს. აზევედო ამჟამად ამავე ორგანიზაციაში ბრაზილიის ოფიციალური წარმომადგენელია.

ამის შესახებ გავლენიან ბრაზილიურ გამოცემა O Globo-ს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა. იგი გასულ კვირას პორტუგალიაში ვიზიტის შემდეგ, ბრაზილიაში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბრაზილიასთან ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას, განსაკუთრებით ოკუპირებული ქართული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის კუთხით.

საქართველო ასევე მზადაა მხარი დაუჭიროს გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმის ფარგლებში, უშიშროების საბჭოში მუდმივ ახალ წევრად ბრაზილიის შესვლას. ამ წინადადებას მხარს უჭერს აშშ-ც, თუმცა ვაშინგტონი მომხრეა ბრაზილია საბჭოში ვეტოს უფლების გარეშე შევიდეს. ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო პატრიოტამ ბრძანა:

„მომავ წელს ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავს ავღნიშნავთ. განვიხილეთ, როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკომონიკური თანამშრომლობის ასპექტები. აღსანიშნავია, რომ საქართველო სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანაა. შესაძლებელია კულტურის ფეროში აქტივობის გაზრდა და საინტერესო პროექტების განხორციელება.“

ლათინური ამერიკის ყველაზე დიდ სახელმწიფოს ბოლო წლებში სულ უფრო მზარდი ამბიცია აქვს, ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო მოთამაშედ იქცეს. და, არა მხოლოდ რეგიონში.

არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა ბრაზილიის მხრიდან უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის, განსაკუთრებით იმ ფონზე რომ ცენტრალური და სამხეთ ამერიკის ორმა ქვეყანამ: ნიკარაგუამ და ვენესუელამ უკვე სცნეს "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა". ამასთან, რუსეთის დიპლომატია მუშაობდა და ისევ გამალებით მუშაობს რეგიონის სხვა სახელმწიფოებთან, სეპარატისტული ანკლავების აღიარების მიზნით.

მეორეს მხრივ, წლის ნომერ მეორე ვაკანსიის დაკავება, სწორედ ასე მოიხსენიებენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის WTO გენერალური დირექტორის არჩევნებს მსოფლიო მედიაში, ძალიან მნიშვნელოვანია ბრაზილიის ამბიციების დასაკმაყოფილებლად.

ბოლო შვიდი წლის მანძილზე, ამ თანამდებობას ფრანგი ეკონომისტი პასკარ ლამი იკავებს, მისი უფლებამოსილება 2013 წლის სექტემბერში იწურება. უკვე ცნობილია რომ მნიშვნელოვანი პოსტისთვის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობა - 9 კანდიდატი იბრძვის.

გამომდინარე იქედან, რომ ბრაზილიის კანდიდანტ რობერტო აზევედოს სერიოზული კონკურენტები ჰყავს, ინდონეზიის - ტურიზმის, კოსტა რიკის, სამხეთ კორეის და ახალი ზელანდიის ვაჭრობის მინისტრების სახით, ბრაზილიისთვის პატარა საქართველოს მხარდაჭერაც მნიშვნელონია.

ეს არჩევნები გამოირჩევა იმითაც რომ მასში არ მონაწილეობენ კანდიდატები ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან; ანუ, წინასწარ არის ცნობილი, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ახალი გენერალური დირექტორი ლათინური ამერიკიდან, აზიიდან, ავსტრალიიდან ან აფრიკიდან აირჩევა.

თუმცა ორგანიზაციის წესდების მიხედვით, აშშ-ს, ევროკავშირსა და ჩინეთს შეუძლიათ ფინალური გადაწვეტილების ბლოკირება, თუ ის მათ ინტერესებს ეწინააღდეგება.

მიმდინარე საარჩევნო მარათონის ფავორიტებს შორის სახელდებიან - განის ვაჭრობის ყოფილი მინისტრი ალან ჯონ კიერემატენი და კოსტა რიკის ვაჭრობის მინისტრი ანაბელ გონსალესი. ექსპერტები ასევე მიიჩნევენ რომ კარგი შანსი აქვს ბრაზილიელ კანდიდატსაც.

O Globo-სთან ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების გარდა, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და კულტურული კუთხით, ქართველო არ გამორიცხავს, ბრაზილიის ჩართვას რუსულ-ქართულ მოლაპარაკებებშიც. მაია ფანჯიკიძემ კერძოდ ბრძანა:

„საქართველოში სტუმრობის სურვილი გამოთქვა არა მხოლოდ ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც მე რასაკვირველია მოვიწვიე, არამედ ბრაზილიის კულტურიც მინისტრმაც, რომელიც ასევე ესწრებოდა ჩვენს შეხვედრას.

საბოლოო ჯამში შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი და დარწმუნებული ვარ რომ იგი ძალიან შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას.“

საქართველოსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1993 წლის 23 აპრილს დამყარდა, თუმცა საელჩო ამ ქვეყანაში მხოლოდ 2010 წლის ივლისში გაიხსნა, როცა არსებობდა რეალური საფრთხე, რომ ნიკარაგუისა და ვენესუელის შემდეგ, სეპარატისტულ ანკლავებს ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებიც ცნობდნენ.

საპასუხოდ ბრაზილიამ საელჩო საქართველოში 2011 წლის ზაფხულში გახსნა. იმავე პერიოდში გაიმართა მაღალი დონის პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრაზილიაში, იქ საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ჩავიდა. უკვე 2012 წლის აპრილში რიო-დე-ჟანეიროში უკვე ყოფილი პრემიერი ნიკა გილაური იმყოფებოდა, რომელიც ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტმა მიიღო.

2013 წლის მარტში კი თბილისში ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვერა მაჩადო იმყოფებოდა, რომელიც პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმაც მიიღო.

2012 წელს სავაჭრო ბრუნვამ ორ ქვეყანას შორის 120 000 000 დოლარს გადააჭარბა, მაშინ როცა 2001 წელს, ბრუნვა სულ რაღაც 4 000 000 დოლარამდე იყო. მეორეს მხრივ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბრაზილიიდან საერთოდ არ შემოსულა.

XS
SM
MD
LG