ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტს სილა გაარტყეს


საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს სამხრეთ საფრანგეთში ხალხთან გავლის დროს სახეში ხელი გაარტყეს.

მაკრონის უსაფრთხოების სამსახურმა მამაკაცი, რომელმაც პრეზიდენტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სწრაფადვე დააკავა, თავად პრეზიდენტი კი მიმდებარე ტერიტორიას გაარიდა. ინციდენტის გამო ორი ადამიანია დაკავებული.

შემთხვევა სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში მდებარე დრომის რეგიონში მოხდა, სადაც მაკრონი რესტორნების მეპატრონეებს და სტუდენტებს შეხვდა იმაზე სასაუბროდ, თუ როგორ უბრუნდება ცხოვრება ნორმალურობას, კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ.

საფრანგეთის პრეზიდენტს სილა გაარტყეს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:42 0:00

პრეზიდენტის ფიზიკური შეურაცხყოფა ვიდეო კამერებმა დააფიქსირა. შეხვედრიდან გამოსული მაკრონი ხალხთან მისასალმებლად გაემართა, რომლებიც რკინის ბარიერს მიღმა იდგნენ. ხალხის მასაში მდგომმა ერთ-ერთმა მამაკაცმა პრეზიდენტის მიახლოებისთანავე დაიძახა „ძირს მაკრონია“ და პრეზიდენტს სახეში სილა გაარტყა.

ამ დროისთვის მამაკაცის ვინაობა და მისი მოტივები ცნობილი არ არის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG