ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რადკო მლადიჩის განაჩენი სააპელაციო პალატამ ძალაში დატოვა


სამშაბათს, გაეროს ომის დანაშაულების მოსამართლეებმა, ყოფილ ბოსნიელ-სერბ სამხედრო მეთაურ რადკო მლადიჩისთვის, გენოციდის ბრალდებით გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი და უვადო პატიმრობის მსჯავრი ძალაში დატოვეს. მოსამართლეებმა ქვედა ინსტანციის ტრიბუნალის წინააღმდეგ მისი აპელაციის ყველა საფუძველი უარყვეს.

78 წლის მლადიჩი, 1992-95 წლების ბოსნიის ომის დროს, ბოსნიელი სერბების ძალებს მეთაურობდა. 2017 წელს ის გაასამართლეს გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი და ომის დანაშაულების ბრალდებებით. მათ შორის იყო ბოსნიის დედაქალაქ სარაევოს 43-თვიანი ალყის დროს სამოქალაქო მოსახლეობის ტერორი და 1995 წელს, ბოსნიის ქალაქ სრებრენიცაში, 8 ათასზე მეტი მუსლიმი მამაკაცის და ბიჭის მოკვლა.

სასამართლომ მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ მლადიჩმა განაჩენიც და მსჯავრიც გაასაჩივრა.

სააპელაციო პალატის განჩინების წერილობით დასკვნით ნაწილში ნათქვამია: “პალატა მლადიჩია აპელაციას სრულად უარყოფს... ადასტურებს სასამართლო პალატის მიერ მლადიჩისთვის გამოტანილ უვადო პატიმრობას".

ამ განაჩენმა დაასრულა 25 წლიანი სასამართლო გარჩევები, რომელიც ყოფილი იუგოსლავიისთვის შექმნილ, საერთაშორისო ტრიბუნალში მიმდინარეობდა. ტრიბუნალმა მსჯავრი 90 ადამიანს დასდო.

ტრიბუნალი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ომის დანაშაულების საკითხებზე მომუშავე მსოფლიოს პირველი მუდმივი სასამართლოს, ერთ-ერთი წინამორბედია.

XS
SM
MD
LG